ირაკლი ლექვთაძე (დ. 30 აგვისტო, 1991, წყალტუბო) — ქართველი ფეხბურთელი, ლიგა 3-ის გათამაშების მონაწილე საფეხბურთო კლუბ სართიჭალის „შტურმის“ ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, გორის „დილას“, საჩხერის „ჩიხურას“, ქუთაისის „ტორპედოს“ და სხვა ქართული კლუბების ღირსებას. ბოლოს ლექვთაძე საგარეჯოს „გარეჯში“ თამაშობდა და თავისი წვლილი შეიტანა კახური კლუბის ეროვნულ ლიგაში აღზევებაში.[1]

ირაკლი ლექვთაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ირაკლი ლექვთაძე
დაბადების
თარიღი
30 აგვისტო, 1991 (1991-08-30) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
წყალტუბო, საქართველო
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2012 დინამო თბილისი 46 (8)
2011–2012   დილა გორი 9 (1)
2012–2013 დინამო თბილისი 3 (0)
2012–2013 დინამო-2 თბილისი 5 (3)
2012–2014   სიონი 13 (3)
2013 დინამო თბილისი 4 (0)
2014 ტორპედო ქუთაისი 11 (3)
2014–2016 სპარტაკი ცხინვალი 52 (8)
2016–2020 ჩიხურა საჩხერე 69 (9)
2020 დილა გორი 15 (2)
2021 სამგურალი 31 (2)
2022–2023 შუქურა 35 (7)
2023–2024 გარეჯი საგარეჯო 40 (7)
2025– შტურმი სართიჭალა 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2011 საქართველო 21-წლ. 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 მარტი, 2025

2013 წელს ლექვთაძემ ლევან ხმალაძესთან და გიორგი შაშიაშვილთან ერთად „დინამო“ დატოვა.[2] 2014 წლიდან, სეზონის დასრულებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა, შემდეგ კი ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა.

2020 წლის სეზონი გორის „დილაში“ იასპარეზა, სადაც 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი ბურთი შეაგდო.[3]

2021 წლის სეზონზე „სამგურალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში ორჯერ აიღო მეტოქეთა კარები.

მიღწევები

რედაქტირება
 
თბილისის „დინამოში“
  დინამო თბილისი
  დილა გორი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება