ირაკლი გოგია (დ. 20 მაისი, 1982, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

ირაკლი გოგია
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1982 (1982-05-20) (42 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ჯილდოები „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი ქალაქ პეჩის (უნგრეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, 2016

ბიოგრაფია

რედაქტირება

თანამედროვე ქართული თეატრის ახალგაზრდა რეჟისორთა თაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენელი ირაკლი გოგოია დაიბადა 1982 წლის 20 მაისს.

2004 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (პედაგოგები: მედეა კუჭუხიძე, გიორგი მარგველაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი).

სტუდენტობისას სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა დამოუკიდებელი სათეატრო სივრცე თბილისში „ახალი თეატრი", სადაც დადგა სპექტაკლი „თეატრი საოცარი სამყაროა", რომელიც ახალი ქართული თეატრის ერთგვარი მანიფესტიც იყო. ეს სპექტაკლი აღინიშნა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიით საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის.

2006—2010 წლებში იყო ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც განახორციელა ათზე მეტი სპექტაკლი.

ირაკლი გოგიას დადგმული აქვს ორმოცზე მეტი სპექტაკლი რუსთაველის, მარჯანიშვილის, ფოთის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა, თბილისის თავისუფალი, მეტეხის და მესხეთის თეატრების, ასევე საზღვარგარეთის თეატრების სცენებზე.

ირაკლი გოგია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, უძღვება სალექციო კურსებს მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, რეჟისურის შესავალსა და თანამედროვე მსოფლიო სათეატრო რეჟისურაში. მსოფლიოს სხავდახვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად არის ერთ-ერთი ორგანიზატორი საერთაშორისო პროექტისა „მშვიდობის ფესტივალი".

აღსანიშნავია ირაკლი გოგიას მიერ რუსთაველის, ფოთის და ახმეტელის თეატრში განხორციელებული პროექტები პოლონელი[1], უკრაინელი[2], ესტონელი[3]), იტალიელი[4], ბრაზილიელი[5], ფრანგი რეჟისორების მონაწილეობით.

2014 წლიდან არის ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

2015 წელს დააფუძნა ესტონურ-ქართული ხელოვნების ცენტრი ტარტუში.

საუკეთესო დადგმები

რედაქტირება
  • სტუმარ-მასპინძელი, ვაჟა-ფშაველა, ახმეტელის თეატრი, 2016
  • რომეო და ჯულიეტა, უილიამ შექსპირი, ახმეტელის თეატრი, 2015
  • ბედისწერის თეატრი, გოდერძი ჩოხელი, ახმეტელის თეატრი, 2015
  • პეპი გრძელიწინდა, ასტრიდ ლინდგრენი, ახმეტელის თეატრი, 2014
  • იმერული რეკვიემი, რეზო კლდიაშვილი, ახმეტელის თეატრი, 2014
  • მორფი, მიხეილ ბულგაკოვი, ტარტუს ახალი თეატრი, 2014
  • მემუარები, ჯონ მარელი, მარჯანიშვილის თეატრი, 2013
  • ფერფლის პლანეტა, დევიდ ზან მაიროვიცი, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 2012
  • ბენიამინი, რადოსლავ პაჩოხა. რუსთაველის თეატრი, 2010
  • Auschwitz, დევიდ ზან მაიროვიცის პიესის მიხედვით. ზუგდიდის თეატრი, 2009
  • ზარატუსტრას ჟამი, რეზო კლდიაშვილი. ზუგდიდის თეატრი, 2009
  • ძალაუფლება, ფერნარდო ჯოვანინი. ფოთის თეატრი, 2008
  • მატყუარები, მარსელ კარნე. ზუგდიდის თეატრი, 2006
  • თეატრი საოცარი სამყაროა, მარსელ მიტუა, ახალი თეატრი, 2004
  • ცარცის ჯვარი, ბერტოლდ ბრეხტი, მეტეხის თეატრი, 2003

ჯილდოები

რედაქტირება
  • „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი[6] ქალაქ პეჩის (უნგრეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ტარტუს (ესტონეთი) თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის „მორფიუმი“, 2016
  • პრიზი ერევნის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ზუგდიდის თეატრის სპექტაკლისათვის „აუშვიცი", 2009
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის „ზარატრუსტრას ჟამი", 2009
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის - სპექტაკლი „თეატრი საოცარი სამყაროა“. 2004

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „პოლიცია“, რეჟისორი დარიუშ ეზერსკი (პოლონეთი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-08. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  2. „ჩრდილოეთის ციალი“, რეჟისორი ვლადიმერ სნეგურჩენკო (უკრაინა). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-08. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  3. „ორი ვოდევილი სიყვარულზე“, რეჟისორი კალევ კუდუ (ესტონეთი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-08. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  4. „ჰამლეტიკა“, რეჟისორი მორგანტე ნარდი (იტალია). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-08. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  5. „2+2=2“, რეჟისორი როდრიგო ფიშერი (ბრაზილია). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-08. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  6. პრიზი „საუკეთესო რეჟისორი“