იოჰანეს დიდერიკ ვან-დერ-ვაალსი
იოჰანეს დიდერიკ ვან-დერ-ვაალსი (გერმ. Johannes Diderik van der Waals; დ. 23 ნოემბერი, 1837, ლეიდენი — გ. 8 მარტი, 1923, ამსტერდამი) — გერმანელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი და თერმოდინამიკოსი რომელიც გახდა 1910 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „სითხეებისა და აირების მდგომარეობის განტოლებისთვის გაწეული შრომისათვის“.
იოჰანეს დიდერიკ ვან-დერ-ვაალსი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 ნოემბერი, 1837[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ლეიდენი |
გარდ. თარიღი | 8 მარტი, 1923[1] [2] [4] [9] [10] [5] [6] [8] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ამსტერდამი[10] |
დასაფლავებულია | Amsterdam New Eastern Cemetery |
მოქალაქეობა | ნიდერლანდების სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ქიმიკოსი, პროფესორი, მათემატიკოსი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ამსტერდამის უნივერსიტეტი[10] |
ალმა-მატერი | ლეიდენის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Anna Magdalena Smit |
შვილ(ებ)ი | Jacqueline E. van der Waals და Johannes Diderik van der Waals jr. |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში[11] [12] |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები და განათლება
რედაქტირებაიოჰანეს დიდერიკ ვან-დერ-ვაალსი დაიბადა 1827 წლის 23 ნოემბერს ლეიდენში ნიდერლანდებში. იგი იყო იაკობს ვან-დერ-ვაალსისა და ელისაბეთ ვან-დენ-ბერგის 10 შვილიდან ყველაზე უფროსი. მისი მამა პროფესიით იყო დურგალი. როგორც წესი, XIX საუკუნის პერიოდში მუშა-კლასის წარმომადგენელი ოჯახების შვილები არ ამთავრებდნენ საშუალო სკოლას და შესაბამისად უნივერსიტეტში სწავლის საშუალებაც არ ეძლეოდათ. ამის ნაცვლად იგი სწავლობდა „მოწინავე დაწყებითი განათლების“ სკოლაში, რომელიც დაასრულა 15 წლის ასაკში. შემდეგ იგი გახდა მასწავლებლის სტაჟიორი დაწყებით სკოლაში. 1856–1861 წლებში მან გაიარა კურსები და მოიპოვა აუცილებელი კვალიფიკაცია რათა შემდგომში გამხდარიყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
1862 წელს იგი ესწრებოდა ლეიდენის უნივერსიტეტში ლექციებს მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის შესახებ. 1863 წელს გერმანიის მთავრობამ ახალი ტიპის სკოლები გახსნა (HBS). ვან-დერ-ვაალსს სურდა ამ სკოლის მთავარი მასწავლებელი გამხდარიყო და ამისათვის იგი ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა სხვადასხვა საჭირო კვლევებს. 1865 წელს იგი დაინიშნა ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებლად დევენტერში.
პროფესორობა
რედაქტირებავან-დერ-ვაალსს ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა კლასიკური ენების შესახებ და სწორედ ამ ფაქტორის გამო მას არ შეეძლო ისე შესულიყო უნივერსიტეტში, როგორც ჩვეულებრივი სტუდენტი. თუმცა ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტის რეგლამენტის მარეგულირებელი კანონი შეიცვალა და საჭირო აღარ იყო კლასიკური ენების ცოდნა. მან სწორედ ამ დროს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდები ფიზიკასა და ქიმიაში დოქტორანტურისათვის.
1873 წლის 14 ივნისს ლეიდენის უნივერსიტეტში ვან-დერ-ვაალსმა დაიცვა საკუთარი დისერტაცია („Over de Continuïteit van den Gas- en Vloeistoftoestand“) პიტერ რიჟკის მეთვალყურეობის ქვეშ.
1877 წლის სექტემბერში ვან-დერ-ვაალსი დაინიშნა ფიზიკის პროფესორად ამსტერდამის ახლადდაარსებულ მუნიციპალურ უნივერსიტეტში. მისი ცნობილი კოლეგები იყვნენ ქიმიკოსი იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი და ბიოლოგი ჰუგო დე ვრიესი. იგი ამ უნივერსიტეტში დარჩა, მანამ სანამ 70 წელი არ შეუსრულდა, ხოლო შემდგომ თანამდებობიდან გადადგა. მისი შვილი ჯონას დიდერიკ ვან-დერ-ვაალსი აგრეთვე წარმაგტებული თეორეტიკოსი ფიზიკოსი იყო. 1910 წელს, 72 წლის ასაკში იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.
იგი გარდაიცვალა 1923 წლის 8 მარტს, 85 წლის ასაკში, ამსტერდამში.
პატივი
რედაქტირებანობელის პრემიის გარდა იოჰანეს დიდერიკ ვან-დერ-ვაალსს მრავალი ჯილდო და დაფასება აქვს მიღებული. იგი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მატარებელი; აგრეთვე იგი იყო მოსკოვის ნატურალისტების საიმპერატორო საზოგადოების, სამეფო ირლანდიური აკადემიის და ამერიკის ფილოსოფოსთა საზოგადოების საპატიო წევრი; საფრანგეთის ინსტიტუტის და ბერლინის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის სათანადო წევრი; ბელგიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის კომპანიონი წევრი; ლონდონის ქიმიკოსთა საზოგადოების, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემის და ლეიდენის აკადემიის (რომში) უცხოელი წევრი. 1875 წლიდან ვან-დერ-ვაალსი იყო ნიდერლანდების სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[13] 1896–1912 წლებში იყო ამავე საზოგადოების მდივანი. იგი აგრეთვე 1912 წელს არჩეულ იყო ნიდერლანდების ქიმიური საზოგადოების საპატიო წევრად.[14]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Scientists of the Dutch School Van der Waals, Royal Netherlands Academy of Arts and Sciences
- Albert van Helden Johannes Diderik van der Waals 1837 – 1923 In: K. van Berkel, A. van Helden and L. Palm ed., A History of Science in the Netherlands. Survey, Themes and Reference (Leiden: Brill, 1999) 596 – 598.
- Johannes Diderik van der Waals – Biography at Nobelprize.org.
- Museum Boerhaave Negen Nederlandse Nobelprijswinnaars. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2011. (2.32 MiB)
- H.A.M. Snelders, Waals Sr., Johannes Diderik van der (1837–1923), in Biografisch Woordenboek van Nederland.
- Biography of Johannes Diderik van der Waals (1837–1923) at the National Library of the Netherlands.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Johannes Diderik van der Waals — 2009.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 GeneaStar
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 DER WAALS Johannes Diderik Van / B. Delmas — 2009.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Album Academicum — 2007.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1910 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Johannes Diderik van der Waals Senior (1837 - 1923). Royal Netherlands Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 17 July 2015.
- ↑ Honorary members — website of the Royal Netherlands Chemical Society