იოსებ სმითი
იოსებ სმითი (1805-1844) მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს ცნობილია როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დამაარსებელი. მისი მიმდევრები იხსენებენ სმითს წინასწარმეტყველად. კიდევ იყო მწერალი, ქალაქის მერი, და სამხედრო გენერალი.
ახალგაზრდობარედაქტირება
იოსებ სმითი, უმცროსი 1805 წელს, 23 დეკემბერს, დაიბადა შტატ ვერმონტში, აშშ-ში. როცა ცხრა წლის იყო, მამამისი გადასახლდა და ოჯახი წაიყვანა ნიუ-იორკის შტატში საცხოვრებლად. ცხოვრობდნენ მანჩესტერში როცა დაიწყო რელიგიური ხასიათის მღელვარება.