იოსებ გძელიშვილი
იოსებ გძელიშვილი (დ. 29 ნოემბერი, 1909 — გ. 1968) — არქეოლოგი, გეოლოგიისა და მინერალოგიის მეცნიერების კანდიდატი 1946 წლიდან. პირველმა შეადგინა თბილისისა და მისი მიდამოების საინჟინრო გეოლოგიური რუკა. 1944 წლიდან 1965 წლამდე იყო თავისივე ხელმძღვანელობით შექმნილი არქეოლოგთა ტექნოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
იოსებ გძელიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 ნოემბერი, 1909 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 1968 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მუშაობის ადგილი | საქართველო |
ქვემო ქართლში საფუძველი ჩაუყარა შუა საუკუნეებში ნასოფლარების არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უძველესი სამთამადნო და მეტალურგიის წარმოების გამოკვლევაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციას.
გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები“ (1961) და „რკინის დნობის საქმე ძველ საქართველოში“ (1964 წელს, რუსულ ენაზე).
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 404, თბ., 2002 წელი.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 239.