იოსებ გედევანიშვილის სახლი
იოსებ გედევანიშვილის სახლი — ისტორიული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მცხეთიდან ძეგვისაკენ მიმავალ გზაზე, რკინიგზის სადგურზე მცხეთიდან 2 კილომეტრზე, არმაზისხევის მარცხენა ნაპირზე.
სახლი ეკუთვნოდა ქართულ სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, მწერალს, დრამატურგიისა და პუბლიცისტს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს (1873-1939 წლები), ავტორს პიესებისა „მსხვერპლი“, „გამცემი“, მოთხრობების სამი წიგნისა და ნაშრომებისა „სამხედრო ხელოვნება საქართველოში“ და „სამხედრო ხელოვნება ვეფხისტყაოსანში“.
სახლი ორსართულიანია, ნაგებია ქვით. პირველ სართულზე სხვადასხვა დანიშნულების სათავსებია, მეორეზე - საცხოვრებელი ოთახები. ამჟამად აქ ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ბაზაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 242-243.