ინუ — ყველა იმ მომთაბარე ტომის სახელწოდება, რომელიც კანადის ტერიტორიაზე, კერძოდ ლაბრადორის ნახევარკუნძულზე სახლობდა და თავს ნადირობითა და თევზაობით ირჩენდა.[1]

ინუს დასახლების გაჩენამდე არსებული ტომები

ტერიტორია რედაქტირება

ლაბრადორის ნახევარკუნძული სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე გადაჭიმულია უნაყოფო სანაპიროებით, ნაძვნარებით. მის გარშემო მდებარე მყინვარულ პლატოზე მრავლადაა ტბები და ჭაობები. ამ პლატოს უკიდურეს ჩრდილოეთში კი ვერცერთ ცოცხალ ორგანიზმს ვერ ვხვდებით გარდა ლიქენებისა. ლაბრადორის ნახევარკუნძულზე გრძელი და ცივი ზამთარი იცის. ზაფხული კი მოკლე და გრილია. ნალექის რაოდენობამის სიმაღლესთან შედარებით მაღალია და კონტინენტზე ყველაზე ნალექიან სანაპიროდ ითვლება.[1] 

დემოგრაფია რედაქტირება

არავინ იცის როდის დასახლდნენ ინუს ცივილიზაციის წინაპრები ლაბრადორის ნახევარკუნძულზე, მაგრამ ცნობილია, რომ 1600 წლების დასაწყისში მათი რიცხვი 5500-ს აღწევდა. 1925 წლისთვის მოსახლეობა სწრაფად მცირდებოდა ევროპული დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ომის, და გადამეტებული ნადირობისაგან ცხოველების ნაკლებობის გამო. მეცხრამეტე საუკუნის შუა რიცხვებში ინუს მოსახლეობა 4000-ს ითვლიდა. მეოცე საუკუნეში გაძლიერებულმა ჯანდაცვამ და მედიცინის წინსვლამ მისცა საშუალება შეეტრიალებინათ მოსახლეობის კლება. 1990 წელს ინუს მოსახლეობა 12000-ს ცდებოდა.[1] 

საქმიანობა რედაქტირება

ვაჭრობა რედაქტირება

 

ინუს საზოგადოებას საკმაოდ კარგი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა სხვა ხალხთან. ისინი ვაჭრობდნენ ჭადრისა და არყის ხეებით, რათა აეწყოთ კანოეები, რომელთაც მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ. რადგან ინუს საზოგადოება დასახლებული იყო ლაბრადორის კუნძულის ჩრდილოეთით, მათ ტერიტორიაზე მსგავსი ხის მასალები არ მოიპოვებოდა, რაც ვაჭრობისკენ უბიძგებდა მათ, ხოლო სანაცვლოდ გაჰქონდათ ბამბუკის ხე და თამბაქო, რომელსაც წმინდა ლოურენსის მდინარესთან მდებარე ხალხთან სავაჭროდ იყენებდნენ. ზაფხულობით წმინდა ლოურენსის მდინარის მოსახლეობა დიდ ვაჭრობაში იყო ჩართული, სადაც ინუს ხალხი ვაჭრობდა აბნაკის, ალგონკინის და სხვა ტომების ხალხთან.[1]

საქმიანობის სქესობრივი განაწილება რედაქტირება

ინუს ხალხში საქმიანობა სქესის მიხედვითაც ნაწილდებოდა. მაშინ, როცა მამაკაცებს ევალებოდათ ნადირობა და ვაჭრობა, ქალები აკეთებდნენ საჭმელს, არყის ხისგან ამზადებდნენ კალათებს და ყურადღებას აქცევდნენ ბავშვებს. თუმცა ყველა ერთად თევზაობდა და ამზადებდა კანოეებს და ზამთრის ფეხსაცმელს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ხალხში ასეთი მუშაობა მოწესრიგებული და მაღალხარისხიანი იყო.[1]

საცხოვრებელი პირობები და მოსახლეობა რედაქტირება

ინუს საზოგადოებაში ვხვდებით ორი სახის საცხოვრებელს. პირველი სახის საცხოვრებელს მიეკუთვნებოდა კონუსისებური ფორმის არყის ხის ვიგვამები, ხოლო მეორეს - კონუსისებური კანადური ირმის ტყავიანი გადახურული ტიპის ვიგვამები. ორივე სახის ტრადიციულ სახლს თავზე საკვამური ჰქონდა, საიდანაც შიგნით დანთებული კოცონის კვამლი გადოდა. ტრადიციულად, ინუს მოსახლეობა შედგებოდა ხალხებისგან, რომლებიც ზაფხულობით იკრიბებოდნენ ლაბრადორის ნახევარკუნძულზე და აღნიშნავნენ მის დადგომას. ამ შეკრებების ტერიტორია მოიცავდა ლაბრადორის ნახევარკუნძულის სანაპიროს და რამდენიმე ტბას, სადაც შეიძლებოდა ცოტაოდენი დროით დასახლება. ზაფხულის ბოლოს მოსახლეობა იშლებოდა პატარ-პატარა დასახლებებად და მზადებას იწყებდნენ ზამთრის სეზონისთვის. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, საზაფხულო შეკრებების მთავარი აზრიც ვაჭრობა გახდა. ინუს ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპელებთან ვაჭრობა, ამიტომ მათი სეზონური შეკრება უფრო და უფრო ორიენირებული ხდებოდა სავაჭრო პოზიციების შენარჩუნებაზე. ამას მოჰყვა ადგილმდებარეობის შეცვლა და სამუდამო საცხოვრებელი ადგილის გაჩენა 1900-1910 წლებში კი უკვე ვხვდებით ინუს მუდმივ დასახლებას.

ინუს საზოგადოება მთელი ისტორიის მანძილზე ითვლებოდა როგორც დამპყობელ ხალხად, რადგან სადაც ისინი გადასახლდებოდნენ, იმორჩილებდნენ იმ ტერიტორიებს და დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ ერთსა და იმავე ადგილზე, მიუხედავად იმისა ჰქონდათ თუ არა ამის უფლება. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად შეიცვალა ინუს ადგილსამყოფელიც, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ დაიკავეს ვაჭრობისთვის ხელსაყრელი ტერიტორია და მას შემდეგ შეწყვიტეს მომთაბარეობა, თუმცა ამას ცუდი შედეგიც ჰქონდა რადგან ამ ადგილებში დასახლებით ინუს ტრადიციები შეიცვალა, ზოგი წესჩვეულაბა კი საერთოდ გაქრა. ამ ყველაფერთან ერთად ინუს საზოგადოებამ აირჩია ტერიტორია, სადაც მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა იყო, რამაც სამომავლოდ დიდი გავლენა იქონია ინუს ხალხის ვაჭრობაში, არა მხოლოდ ევროპაში არამედ აზიაშიც.[1]

რელიგია რედაქტირება

ინუს ხალხს სჯეროდათ, რომ ყოველ სხეულსა და ცხოველს ჰქონდათ თავიანთი სული. უმაღლესი ღვთაების რწმენა, როგორც ჩანს, არ იყო აბორიგენული კულტურის ნაწილი, თუმცა მისიონიზაციის შემდეგ ასეთ რელიგიებსაც ვხვდებით. ინუს ხალხში რელიგია ინდივიდუალური იყო. სჯეროდათ, რომ ისინი, ვინც ცხოვრებას სწორად გაივლიდნენ, იღებდნენ სულებთან საკომუნიკაციო ძალებს. 1600-იან წლებში ინუს ხალხში როგორც აბორიგენული, ისე ქრისტიანული რელიგიები ცალ-ცალკე არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ მათი რელიგიები გაერთიანდა რწმენისა და ინსტრუქციების სისტემაში, რაც ირეკლავდა ორივე რელიგიის ელემენტებს.[1]

პრაქტიკოსები რედაქტირება

რელიგიის პრაქტიკოსები, რომლებიც ინუს ხალხში გვხვდება ეწოდებათ შამანები. ისინი თავიანთ ძალებს იყენებენ სულებთან საკომუნიკაციოდ, ავადმყოფების გამოსაჯანმრთელებლად, წინასწარმეტყველების ჩასაწერად და ა.შ. ჩვეულებრივ, თითო მონადირე ჯგუფს, ან დაჰგუფებას ჰყავდა თითო შამანი.[1]

ცერემონიები რედაქტირება

ინუს ხალხი პატივისცემას გამოხატავდა ცხოველების იმ სულების მიმართ, რომლებსაც რიტუალების დროს კლავდნენ, რაც გამოიხატებოდა საკვებზე ტაბუს დადებით და ამ ცხოველების ძვლების მოკრძალებულად გადაგდებით, მოშორებით. ცერემონიის შამანები ლაპარაკობდნენ ზებუნებრივ სულებთან სპეციალურად აშენებულ სახლებში, რასაც კარვის შერხევის რიტუალი ჰქვია. ინუს მონადირეების საშემოდგომო დასარტყამი ინსტრუმენტების რიტუალი მოიცავს ინდივიდების სიმღერას, რომლებიც მათ სულებმა უბოძეს, რათა მიეღოთ ცოდნა მომავალ მოვლენებზე. 1960იან წლებში ინუს სხვადასხვა მომთაბარე დაჯგუფებები იკრიბებოდა და მართავდნენ რიტუალურ ნადიმს, რომლებშიც მონადირეები და მათი ოჯახები იღებდნენ ირმის ძვლის ტვინს, რითიც გამოხატავდნენ მათ ერთობლიობად სა მათ ურთიერთობას ბუნებასთან, ცხუველებთან და მათ სულებთან.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Reid, G. F. (2009). Culture Summary: Innu. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from Publication Information
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ინუ&oldid=4002750“-დან