Internet Explorer

(გადამისამართდა გვერდიდან ინტერნეტ ექსპლორერი)

Internet Explorer (IE, Internet Explorer) — Microsoft-ის უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერი, რომელიც გამოიყენებოდა კომპანიის წარმოებულ Microsoft Windows-ის სისტემებში. მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით IE იყო ყველაზე პოპულარული ბრაუზერი, თუმცა 2004 წლის შემდეგ მისი ბაზრის წილი იკლებდა კონკურენტი ბრაუზერების, Firefox და Google Chrome-ის სასარგებლოდ. IE-ის ბაზრის წილი შეადგენდა მიახლოებით 68%-ს. 2019 წლიდან მას გაუსწრო Microsoft Edge-მა.

Internet Explorer

IE11 Windows 10-ზე
გამოვიდა 24 აგვისტო, 1995; 29 წლის წინ (1995-08-24)[1] (შეტანილი იყო Windows 95-ის Plus! პაკეტში)
ბოლო გამოშვება 11.0.1000[2] / 13 დეკემბერი, 2022
ოს Windows (მანამდე მხარდაჭერილი სისტემები: Mac OS X, Solaris, HP-UX)
ჟანრი ვებბრაუზერი

Internet Explorer Windows-ის იმ მოქმედი ვერსიების აუცილებელი კომპონენტი იყო, სადაც იყო ინტერნეტ-კავშირის მხარდაჭერა. 2022 წლის 15 ივნისიდან ბრაუზერის მხარდაჭერა მთლიანად შეწყდა.

ფუნქციები

რედაქტირება

საწყისი ფანჯარა

რედაქტირება

Internet Explorer პროგრამის ფუნქციაა ინტერაქტიულ რეჟიმში მოგაძებნინოთ, დაგათვალიერებინოთ სხვადასხვა სერვერებზე განლაგებული ვებდოკუმენტები და თუ საჭიროდ ჩათვლით, გადმოგაწერინოთ თქვენს კომპიუტერში, გამოგაბეჭდინოთ ქაღალდზე. პროგრამა მუშაობს როგორც ტექსტებთან ასევე გრაფიკასთან. ვებბრაუზერი არჩევს ჰიპერტექსტურ ენაზე დაწერილ და გაჩვენებთ ამ ენით შექმნილ ანიმაციურ ეფექტებს. Internet Explorer ვინდოუსის ნაწილია. ინტერნეტთან მუშაობა მთავრდება იგივე პროგრამით — Explorer-ით, რომლითაც თქვენ სარგებლობთ კომპიუტერზე ფაილურ სისტემასთან მუშაობის დროს.

Internet Explorer რამდენიმე პროგრამისგან შედგება. მათგან ძირითადს წარმოადგენს პროგრამა, რომელიც მუშაობს WWW. მას ეძახიან აგრეთვე ინტერნეტ ბრაუზერს.

Internet Explorer-ის საწყისი ფანჯარა შეიცავს:

  • ფანჯრის დასახელების სტრიქონს;
  • მენიუს სტრიქონს;
  • ინსტრუმენტების პანელს, სადაც მოთავსებულია ინსტრუმენტული ღილაკების პანელი, მისამართის სტრიქონი, კავშირები.
  • სტატუსის სტრიქონს;
  • ინდიკატორებს;
  • გვერდის მოძრაობის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პანელებს;
  • სამუშაო ადგილს.

ფანჯრის დასახელება — ვინდოუსის სტანდარტული სატიტულო სტრიქონია, რომელშიც პროგრამის დასახელების გარდა ჩნდება საიტის დასახელება.

ამ სტრიქონის ქვეშ შეგიძლიათ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ნებისმიერი ფუნქციით.

ინსტრუმენტების პანელზე განლაგებული მართვის ძირითადი ღილაკების დანიშნულება მოყვანილია ქვემოთ ცხრილში. ამ სტრიქონის ქვეშ განლაგებულია საიტის მისამართის ველი. ველში თავსდება საძიებო ობიექტი. ღილაკზე Enter დაჭერით ბრაუზერს ეძლევა ბრძანება იპოვოს და გამოიტანოს ეკრანზე გვერდი მიტითებული მისამართით. აქვე მარჯვნივ მოთავსებულია ღილაკი Links — კავშირები, სადაც მოთავსებულია მისამართები.

ეკრანის ცენტრალური ნაწილი განკუთვნილია აქტიური საიტისათვის. თუ გვერდი ეკრანზე არ ეტევა, მაშინ წარმოიქმნება გვერდის მოძრაობიშტვის განკუთვნილი ვერტიკალური და ჰორიზონტალური პანელი.

სტატუსის სტრიქონი განლაგებულია ეკრანის ქვემოთ (ბოლოში), რომელიც მუშაობის მიმდინარეობაზე მიგვითითებს. ეკრანზე ორი ინდიკატორია: ერთი გლობუსის მოძრავი სუარათი (მოთავსებულია ზემოთა მარჯვენა კუთხეში და ინტერნეტში ჩართვის დროს იწყებს ტრიალს) და მეორე პროგრეს ინდიკატორი (მოთავსებულია ქვემოთ მარცხენა ნაწილში).

ღილაკი სახელი მალხმობა დანიშნულება
Back უკან Alt+← წინა გვერდზე გადასვლა
Forward წინ Alt+→ მომდევნო გვერდზე გადასვლა
Stop გაჩერება აჩერებს საიტის ჩამოტვირთვას
Refresh განახლება F5 აქტიური გვერდის ინფორმაციის განახლება
Home ჰოუმპეიჯი ბროუზერის საწყის გვერდზე (ჰოუმპეიჯზე) გადასვლა
Search ძიება ძიების პანელის გამოძახება
Favorites ფავორიტები თქვენს მიერ შენახული გვერდების სიის გახსნა
History არქივი დათვალიერებული გვერდების სია
Channels არხები გვერდის შენახვის ფორმა ავტონომიური დათვარიელება
მთელი ეკრანი (ფულსქრინი) F11 ფანჯარა იხსნება მთელ ეკრანზე
Mail ფოსტა ფოსტის მენიუ
Print ბეჭდვა საიტის ან მისი ნაწილის ბეჭდვა
Edit რედაქტირება აქტიური გვერდის რედაქტირება

საიტის დათვარიელების გზები

რედაქტირება

ინტერნეტის გვერდების დათვალიერების მრავალი გზა არსებობს:

  • თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ მისამართი მისამართების პანელზე არსებულ ფანჯარაში;
  • ისარგებლოთ საიტზე არსებული კლავიშებით;
  • ისარგებლოთ ღილაკებით Back და Forward;
  • გახსნათ ფავორიტების საქაღალდე და სიაში აირჩიოთ სასურველი მისამართი;
  • ისარგებლოთ კავშირების პანელით.

მისამართის პანელი და მისი გამოყენება

რედაქტირება

ვებდოკუმენტი წარმოადგენს მონაცემებს. იგი ინახება ვებსერვერზე და მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დაათვალიეროს, ან გადმოწეროს კომპიუტერში. ინტერნეტში არსებული ვებგვერდების მისამართი გარკვეული წესით არის შედგენილი. მას ეძახიან URL(Universal Resourse Locator). იგი იწყება, როგორც წესი, პროტოკოლის აღნიშვნით, მერე მოდის დომენის სახელი, შემდეგ ფაილის განლაგება დომენის მიმართ. მაგალითად http://www.sanet.ge დაარქივებული 2007-06-09 საიტზე Wayback Machine. შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: [http://]-პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება ვებბრაუზერის მიერ, რათა ვებკვანძზე ვებდოკუმენტი მოიძებნოს; WWW-მიუთითებს იმაზე, რომ ეს კვანძი ობობას კვანძია (WWW-World Wide Web-მსოფლიო ობობას კვანძი). sanet კვანძი ეკუთვნის ორგანიზაციას sanet.ge-მიუთითებს იმაზე, რომ კვანძი საქართველოშია განლაგებული. მეორე მაგალითში მისამართი http://www.sanet.ge/sarke/index.html დაარქივებული 2004-08-03 საიტზე Wayback Machine. აღნიშნავს ფაილის index.html მისამართის კვანძზე http://www.sanet.ge დაარქივებული 2007-06-09 საიტზე Wayback Machine. კატალოგში sarke. მისამართებში შეიძლება რამდენიმე დომენი იყოს გამოყენებული. მაგალითად, ორგანიზაციის, ქვეყნის, ქსელის. ქვემოთ მოყვანილია მისამართების რამდენიმე მაგალითი:

მისამართის შეტანის დროს შეგიძლიათ არ შეიტანოთ მისამართის ნაწილია: [http://] — პროგრამა თვითონ დაამატებს მისამართს

ვებგვერდებთან მუშაობა, დათვარიელება

რედაქტირება

გვერდებთან დაკავშირებული ბევრი მოქმედება შესაძლებელია კლავიატურის საშუალებითაც. რა თქმა უნდა თაგვის მუშაობა უფრო მოხერხებულია, ვიდრე კლავიატურით, მით უმეტეს, რომ არის მოქმედებები, რომლებიც მარტო თაგვით სრულდება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ კლავიატურის ხმარება. ღილაკები და მათი მოქმედებები ჩამოთვლილია ცხრილში:

ღილაკები მოქმედება
Ctrl+Tab მომდევნო ბმულზე გადასვლა
Shift+Ctrl+Tab წინა ბმულზე გადასვლა
ისარი (ზემოთ) გვერდის დასაწყისისაკენ ფურცვლა
ისარი (ქვემოთ) გვერდის დასასრულისაკენ ფურცვლა
Page Up რამდენიმე სტრიქონით ზემოთ გადასვლა
Page Down რამდენიმე სტრიქონით ქვემოთ გადასვლა
Home გვერდის დასაწყისში გადასვლა
End გვერდის ბოლოში გადასვლა

დიდი მოცულობის გვერდებზე ხშირად საჭიროა კონკრეტული ინფორმაციის მოძებნა, ამისათვის ჩამოშალეთ მენიუ Edit და აირჩიეთ ბრძანება Find (On This Page). ეკრანზე გამოჩნდება Find ფანჯარა, შეიტანეთ Find What ველში საძიებო სიტყვა, მიუტითეთ ძიების მიმართულება — კურსორის ზემოთ (Up) ან კურსორის ქვემოთ (Down). თუ საჭიროა მიუთითეთ სრული სიტყვის ძიების რეჟიმში (Match Whole Word Only) ან/და გათვალისწინებულ იქნეს, ხოლო თუ არ არის საჭირო, მიუთითეთ რეგისტრი (Match Case). დააჭირეთ ღილაკს Find Next-საიტზე საძიებო სიტყვა მოინიშნება.

საიტის გახსნის მართვა

რედაქტირება

როდესაც ვუთითებთ საიტის მისამართს და ვითხოვთ მის ეკრანზე გამოტანას, იწყება ამ გვერდის ძიება. ძიება შეიძლება საკმარისად ჩქარა შესრულდეს და ეკრანზე საძიებო გვერდი გამოჩნდეს, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც გვერდი იმდენად დიდხანს იტვირთება, რომ არჩევთ ჩატვირთვის შეწყვეტას. ამ შემთხვევაში ისარგებლეთ ღილაკით Stop (იგივე მოქმედებას შეასრულებს ღილაკი Esc). ჩატვირთვისას დიდ დროს ითხოვს საიტი, რომელზეც დიდი და ბევრი სურატებია. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ მიუთითოთ პროგრამას არ გადმოტვირთოს სურათები, გადმოიტანოს მარტო ტექსტი. ამისათვის ისარგებლეთ მთავარი მენიუდან პუნქტით View/Internet Options და დიალოგურ ფანჯარაში Internet Options გადადით ნაწილში Advanced, მოძებნეთ Multimedia, მოხსენით ალამი Show Pictures, დააჭირეთ ღილაკებს Apply, Ok.

თუ თქვენ მიუთითებთ ექსპლორერ რომ მან ჩატვირთოს მოძიებული გვერდები ქეშიდან და არა ვებიდან, მაშინ ეს გაცილებით ცოტა დროს წაიღებს. ამისათვის შედით მენიუში View/Internet Options და დიალოგურ ფანჯარაში გადადით ჩანართზე General, დააჭირეთ ღილაკს: settings, ფანჯარაში პირველი სამი გადამრთველიდან ჩართეთ მესამე — Never, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა გვერდს ყოველთვის ქეშიდან წაიკითხავს. მაგრამ ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დროდადრო, თუ იცით, რომ გვერდი შეიძლება შეიცვალოს, სერვერიდან იგივე ახალი ასლის ჩამოტვირთვა. გვერდის განახლებისთვის იმოქმედეთ F5 ღილაკზე.

გვერდების შენახვა საქაღალდეში — Favorites

რედაქტირება

Internet Explorer-ში არსებობს საშუალება შეინახოთ თქვენთვის საინტერესო გვერდების მისამართები საქაღალდეში — Favorites. როდესაც აქტიური გვერდის მისამართვის მოთავსება გვსურს ფავორიტების საქაღალდეში, გამოვიძახოთ მენიუდან Favorites ბრძანება Add To Favorites. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Add Favorite. ჩართეთ პირველი გადამრთველი, რაც იმას ნიშნავს რომ გინდათ დაამატოთ სიას აქტიური გვერდი. ფანჯარაში Name მითითებულია ამ გვერდის სახელი. Create In ღილაკით შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ სად გინდათ ახალი საქაღალდის შექმნა. დააჭირეთ ამ ღილაკს.

გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა, სადაც ქმნით ახალ საქაღალდეს. მონიშნეთ საქაღალდე Favorites და დააჭირეთ ღილაკს New Folder. ეკრანზე ფანჯარა გამოჩნდება სადაც უნდა შეიტანოთ ახალი საქაღალდის დასახელება.

მუშაობის პროცესში აუცილებლად ხდება Favorites გვერდების დასახელების მოწესრიგება — ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა, წაშლა, ახალი საქაღალდის შექმნა და სხვა. ამისათვის შეგიძლიატ ისარგებლოთ ბრძანებით Organize Favorites მენიუდან Favorites.

საქაღალდე History

რედაქტირება

Internet Explorer ინახავს თქვენს მიერ დათვარიელებულ გვერდებს, საქაღალდეში History. იმისათვის, რომ გახსნათ ეს საქაღალდე, საჭიროა შეხვიდეთ მენიუში View და გამოიძახეთ ბრძანება Explorer Bar/History.

პანელი History დაგეხმარებათ გვერდების მოძებნაში, რომლებიც არ გაქვთ დამახსოვრებული Favorite საქაღალდეში. ვადა, თუ რამდენ ხანს გნებავთ შეინახოთ საქაღალდეში History მისამართები, მიუთითეთ ფანჯარაში Internet Options ველში History, იქვეა წაშლის ღილაკიც.

კონკურენტი ბრაუზერები

რედაქტირება
მოქმედი
შეწყვეტილი