ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინი

ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინი' (Tursiops aduncus) — ბოთლცხვირა დელფინის სახეობა. იზრდება 2.6 მეტრის სიგრძის და იწონის 230 კილოგრამამდე.[1] ბინადრობს ინდოეთის წყლებში, ავსტრალიის ჩრდილოეთით, სამხრეთ ჩინეთში, წითელ ზღვაში და აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.[1] ზურგი მუქი ნაცრისფერი აქვს, ხოლო მუცელი ღია ნაცრისფერი ან თეთრი ნაცრისფერი წერტილებით.[1]

ბოთლცხვირა დელფინი

1998 წლამდე ბოთლცხვირა დელფინებს ერთ სახეობას მიაკუთვნებდნენ, თუმცა ამ წელს ინდო-წყნაროკეანური დელფინები სახლკე სახეობად გამოყვეს.[2][3] ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინები ჩვეულებრივ ბოთლცხვირა დელფინებზე უფრო პატარები არიან და უფრო გრძელი როსტრუმი აქვთ.

აღწერა რედაქტირება

 
ბოთლცხვირა დელფინის გავრცელლების სივრცე

ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინები გარეგნობით ჩვეულებრივ ბოთლცხვირა დელფინებს ჰგვანან. ჩვეულებრივ ბოთცხვირა დელფინებს ძლიერი სხეული, გრძელი დინგი და კუდი და მორკალული ზურგის ფარფლი აქვთ. ინდო-წყნაროკეანურ ბოთლცხვირა დელფინები უფრო მომცროები არიან და დინგი უფრო გრძელი აქვთ. ინდო-წყნაროკეანურ ბოთლცხვირა დელფინების პოპულაციას ღია ლურჯი ფერი დაჰკრავს. ზრდასრულ ინდო-წყნაროკეანურ ბოთლცხვირა დელფინებს მუცელზე შავი ლაქები აქვთ. ჩვეულებრივ ბოთლცხვირა დელფინებთან მსგავსი ლაქები იშვიათია. აქვთ ზედა და ქვედა ყბაზე სათითაოდ 23-დან 29-მდე კბილი აქვთ. ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინების ზომები გეოგრაფიულ საბინადრო გარემოზეა დამოკიდებული. საშუალო სიგრძე 2.6 მეტრია და 230 კილოგრამამდე იწონის. ახალშობილები 84 სმ-დან 1.5-მდე სიგრძის არიან.[4][1][2][5]

კვება რედაქტირება

ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინები თევზების სხვადასხვა სახეობითა და თავფეხიანებით იკვებებიან (განსაკუთრებით კალმარებით.[6]

ერთ-ერთი კვლევისას ზანზიბარისა და ტანზანიის მახლობლად მეთევზეების მიერ დაჭერილი დელფინების კუჭში აღმოჩენილი ნივთიერებების ანალიზის საშუალებით მკვლევრები ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინების კვების ეკოლოგიას დააკვირდნენ. კუჭში აღმოჩენილი ნადავლის გამოკვლევისას მეცნიერებმა Osteichthyes-ის 50 სახეობა და კალმარების 3 სახეობა აღმოაჩიინეს. შედეგად მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ამ სახეობის კვების რაციონის 87%-ს თევზები შეადგენენ. თავფეხიანები კვების რაციონის 13%-ს შეადგენენ. რამდენიმე დელფინისკუჭში კიბოსნაირთა ნაშთები იპოვეს. ჰიპოთეზის თანახმად, კიბოსნაირები მეორეული მოხმარების შედეგად აღმოჩნდა ამ სახეობათა კუჭში, ანუ მათ მიერ შეჭმული თევზების მეშვეობით. [6]

ქცევა რედაქტირება

 
ბოთლცხვირა დელფინები წითელ ზღვაში

ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინები ჯგუფებად ცხოვრობენ, რომელშიც ინდივიდთა რაოდენობამ შეიძება 100-საც მიაღწიოს თუმცა უმთავრესად 5-დან 15-მდე დელფინისგან შემდგარი ჯგუფებია დამახასიათებელი. გავრცელების ზოგიერთ სივრცეშ ისინი ჩვეულებრივ ბოთლცხვირა დელფინებთან და დელფინთა სხვა სახეობებთა როგორიცაა კუზიანი დელფინი, ამყარებენ კავშირს.[5]

შეწყვილების სეზონი გაზაფხული და ზაფხულია, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ინდივიდები შეიძლება წელიწადის სხვა დროს შეწყვილდნენ. ორსულობის პერიოდი 12 თვეს გრძელდება. ახალშობილები 0.84-დან 1.5-მდე მეტრის სიგრძის არიან და 9-დან 21 კილოგრამამდე იწონიან. ახალშობილები 1.5-2 წლის მანძილზე რძით იკვებებია, მაგრამ დედებთან 5 წლამდე შეიძლება დარჩნენ. ოსრულობას შორის პერიოდი დაახლოებით 4-6 წელია.[1]

ზოგიერთ რეგიონში ამ სახეობაზე ზვიგენები ნადირობენ.[5] ცოცხლობენ 40 წელზე მეტხანს.[1]

ავსტრალიაში, შარკის ყურეში მობინადრე ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინებს სიმბიოზური ურთიერთობა აქვთ ღრუბლებთან.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Cockcroft, VG; Ross, GJB (1990). „Age, growth, and reproduction of bottlenose dolphins Tursiops truncatus from the east coast of southern Africa“. Fishery Bulletin. 88 (2): 289–302.
  • Moller, Luciana M.; Beheregaray, Luciano B.; Allen, Simon J.; Harcourt, Robert G. (2006). „Association patterns and kinship in female Indo-Pacific bottlenose dolphins (Tursiops aduncus) of southeastern Australia“. Behavioral Ecology and Sociobiology. 61: 109–117. doi:10.1007/s00265-006-0241-x.
  • Nowacek, Stephanie M.; Wells, Randall S.; Solow, Andrew R. (2001). „Short-term effects of boat traffic on bottlenose dolphins, Tursiops truncatus, in Sarasota Bay, Florida“. Marine Mammal Science. 17 (4): 673–688. doi:10.1111/j.1748-7692.2001.tb01292.x.
  • Schroeder, J. Pete. Breeding Bottlenose Dolphins in Captivity. In The Bottlenose Dolphin, edited by Stephen Leatherwood and Randall R. Reeves, pp. 435–446. San Diego: Academic Press, Inc., 1990.
  • Shane Susan, H.; Wells Randall, S.; Bernd, Wursig (1986). „Ecology, behaviour and social organization of the bottlenose dolphin: a review“. Marine Mammal Science. 2 (1): 34–63. doi:10.1111/j.1748-7692.1986.tb00026.x.
  • Urian, K.W.; Duffield, D.A.; Read, A.J.; Wells, R.S.; Shell, E.D. (1996). „Seasonality of Reproduction in Bottlenose Dolphins, Tursiops truncatus. Journal of Mammalogy. 77 (2): 394–403. doi:10.2307/1382814. JSTOR 1382814.
  • Wells, Randall S., Scott Michael D., Irvine Blair A. The Social Structure of Free-ranging Bottlenose Dolphins. In Current Mammalogy, Volume 1, edited by H.H. Genoways, pp. 247– 305. New York: Plenum Press, 1987.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 (2006) Whales Dolphins and Other Marine Mammals of the World, გვ. 159–161. ISBN 978-0-691-12757-6. 
  2. 2.0 2.1 (2002) „Bottlenose Dolphins“, Encyclopedia of Marine Mammals. Academic Press, გვ. 122–127. ISBN 978-0-12-551340-1. 
  3. Möller Luciana M.; Beheregaray Luciano B (2001). „Coastal bottlenose dolphins from southeastern Australia are Tursiops aduncus according to sequences of the mitochondrial DNA control region“. Marine Mammal Science. 17 (2): 249–263. doi:10.1111/j.1748-7692.2001.tb01269.x.
  4. Worlds Creatures. (2004) Indo-Pacific bottlenose dolphin დაარქივებული 2020-09-25 საიტზე Wayback Machine. .
  5. 5.0 5.1 5.2 (2002) Guide to Marine Mammals of the World, გვ. 362–365. ISBN 978-0-375-41141-0. 
  6. 6.0 6.1 Amir Omar A.; Per Berggren; Simon Ndaro G.M.; Narriman Jiddawi S (2005). „Feeding ecology of the Indo-Pacific bottlenose dolphin (Tursiops aduncus) incidentally caught in the gillnets fisheries off Zanzibar, Tanzania“. Estuarine, Coastal and Shelf Science. 63 (3): 429–437. doi:10.1016/j.ecss.2004.12.006.