იმირ მამედლი

მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი

იმირ მამედლი (დ. 7 აგვისტო, 1957, სოფ. ფაშიანი, ახლანდ. კალოუბანი, კასპის მუნიციპალიტეტი) — პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი

იმირ მამედლი
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1957(1957-08-07) (66 წლის)
დაბადების ადგილი კალოუბანი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი და სცენარისტი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია, სცენარი, ესე და დრამა
ჯილდოები ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1957 წლის 7 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ფაშიანში (იგივე კალოუბანში). 1975 წელს დაამთავრა სოფელ ზემო ხანდაკის საშუალო სკოლა, ხოლო 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო რადიო და სატელევიზიო კომპანიაში, ასევე გაზეთ „სოვეტ გუჯისტანის“ რედაქციაში. ამავე წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

1992-1996 წლებში იყო კონსულტანტი და მრჩეველი საქართველოს პრეზიდენტის ოფისში, ხოლო 1996-2000 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. შემდეგ მუშაობდა რეგიონალური პოლიტიკისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ.

ამჟამად არის აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების დირექტორი. ასევე აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საქართველოს განყოფილების თავმჯდომარე და „აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის“[1] ექსპერტი.

იმირ მამედლიმ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო საშუალო სკოლაში. წერდა როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე. მისი სამეცნიერო-პუბლიცისტური, შემოქმედებითი და მთარგმნელობითი საქმიანობა ასახულია ოცზე მეტ წიგნსა და ასამდე პუბლიცისტურ სტატიაში. მან პირველად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ აზერბაიჯანულად.

მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია სატელევიზიო და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, რომელთაგან ერთის ეკრანიზება სახელმწიფო შეკვეთით აზერბაიჯანში განხორციელდა, ხოლო მეორე თურქმა კინემატოგრაფისტებმა გადაიღეს. ასევე აზერბაიჯანის თეატრებში სხვადასხვა დროს დაიდგა მისი ოთხი პიესა.

1997 წლიდან არის აზერბაიჯანის ინტელექტუალთა საზოგადოების საპატიო წევრი, 1998 წლიდან კი მსოფლიო აზერბაიჯანელთა კულტურული ცენტრის წევრი.

იმირ მამედლი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბაქოში, ჰყავს ორი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი.

წიგნები რედაქტირება

ქართულად რედაქტირება

  • საქართველოზე მღერის ოზანი (ლექსები), თბ.: „მერანი“, 1987
  • ფიქრთაღრიცხვა (ლექსები), რედაქტორი ბესიკ ხარანაული, თბ.: „ინტელექტი“, 2003
  • არშემდგარი დღესასწაული
  • ასი ლექსი, თბ. ინტელექტი, 2013

აზერბაიჯანულად რედაქტირება

  • კარი
  • მინდა, თუ არ მინდა
  • აჰა
  • ის, რაც იმირს ვუთხარი
  • ერთი მოვალა და ერთი პიესა
  • ზამთარში მოსაყოლი საზაფხულო ამბები
  • მესიჯი კაცებს
  • წამი
  • შუადღე

თარგმანები რედაქტირება

აზერბაიჯანულიდან ქართულად რედაქტირება

  • თანამედროვე აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგია
  • ვაგიფ სამედოღლი — ლექსები
  • ნუსრეთ ქასამანლი — ლექსები
  • იუნის ემრე
  • მაგსად ნური — „ქალაქის მერი“ (რომანი)[2], თბ., ინტელექტი, 2015
  • აფაგ მესუდი — „თავისუფლება“ (რომანი), თბ., გამომცემლობა „მერანი“, 2019

ქართულიდან აზერბაიჯანულად რედაქტირება

სპექტაკლები რედაქტირება

  • გასაღები
  • გამოსავალი
  • სინათლის ფხვნილი
  • მტყუან-მართალი

სცენარის ავტორი რედაქტირება

  • გოგრა, 2007
  • გულშემატკივარი, 2008
  • სოფელ გოვღალოს ღამეები, 2008
  • გართობა, 2009
  • მოდით, კიდევ ერთხელ ვიქორწინოთ, 2012
  • ფარული გეგმები
  • ძღვენი
  • კიოსკი, 2018
  • მამალო ბაირამი („ორმაგი ცხოვრება“), თურქეთი, 2018

პრემიები და ჯილდოები რედაქტირება

  • მაჩაბელის პრემია, 1997
  • საქართველოს ღირსების ორდენი[3], 1998
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის „სუამის“ პრემია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება