იმედი (ჟურნალი)
„იმედი“ — ქართული ხალხოსნების ყოველკვირეული ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1881 წლის იანვრიდან 1883 წლის ივნისამდე. სულ დაიბეჭდა 29 ნომერი 22 წიგნად. "იმედი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გლეხობის ყოფა-ცხოვრების ასახვას თანამედროვეობასა და ისტ. წარსულში, იცავდა კლასობრივი ბრძოლის არსებობის აზრს წარსულშიც და აწმყოშიც, მოითხოვდა აგრ. საკითხების გადაწყვეტას სახელმწიფოებრივი სისტემის შეცვლის საფუძველზე. ჟურნალი მკვეთრად გაემიჯნა ლიბერ. შეხედულებებს. იბეჭდებოდა სტეფანე ჭრელაშვილის, მ. გურგენიძის, ანტონ ფურცელაძის და სხვათა წერილები, სოფრომ მგალობლიშვილის, ზაქარია გულისაშვილის და სხვათა მოთხრობები, ვაჟა-ფშაველას ადრინდელი შემოქმედების ნიმუშები, დ. აბდუშელიშვილის ბიბლიოგრაფიები. რედაქტორი-გამომცემელი — მიხეილ გურგენიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 112.