ილია რურუა
ილია რურუა (დ. 1923, ორქა — გ. 1997) — ქართველი მწერალი და სცენარისტი. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, პუბლიცისტიკის სექციის ბიუროს თავმჯდომარე. თბილისისა და ბათუმის საქალაქო საბჭოების დეპუტატი.
ილია რურუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1923[1] |
დაბადების ადგილი | ორქა[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1997[1] |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
ასფსრ სსრკ საქართველო |
დაიბადა 193 წელს დღევანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ორქაში. 1943 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ „საბჭოთა აჭარისა“ და საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაუწყებლობის რედაქციის მთავარ რედაქტორად, საქართველოს წიგნის პალატის დირექტორად, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის მთავარ რედაქტორად და დირექტორად, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის მოადგილედ;
1944 წელს გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „ერთ წყნარ საღამოს“. იგი ავტორია პროზაული კრებულებისა: „როცა ცხოვრებას შეიტყობ“, „პირველი ხილვა“, „წმინდა ალაგი“, „მზის ყურე“, „მწვანე კორდი“, „ფიორდების ტყვე“, „ზარდახშაში მთვლემარე ლომი“. მისი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსზე აღინიშნა პრემიებით. მრავალი მათგანი თარგმნილია უცხო ენებზე.
ილია რურუას კინოსცენარების მიხედვით გადაღებულია სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი“, „მოლანდება“, „ვინც ქარს სთესავს“.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დიდი რეგატა, მოგზაურობა დედამიწის გარშემო, თბ., 1990
- ზარდახშაში მთვლემარე ლომი, თბ., 1988
- ვითარცა სკაში თაფლი, ბათუმი, 1982
- თუბალთხევის საიდუმლოება, თბ., 1982
- ზღვის წიგნი, თბ., 1981
- მზის ყურ, თბ., 1977
- მწვანე კორდი, თბ., 1969
ლიტერატურა
რედაქტირება- საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ, შემდგენელი ცისანა ანთაძე, ბათუმი, 2019, გვ. 180