ილია გულბანის კოშკი

ილია გულბანის კოშკიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეში ისტორიულ სვანეთში. სოფელი ხე შედის კალის თემში. სოფელი, სადაც ილია გულბანის კოშკი მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ენგურის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1780 მეტრზეა განთავსებული.

ისტორია რედაქტირება

სოფელი გამორჩეულია ღირსშესანიშნაობებით. გარდა ილია გულბანის კოშკისა, რომელიც მიეკუთვნება შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლს, აქვე მდებარეობს ერთ-ერთი ცნობილი ხუროთმოძღვრული ძეგლი XI საუკუნით დათარიღებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია — ლაგურკა.

ილია გულბანის კოშკი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება