იკილილუ დუანინი (ფრანგ. Ikililou Dhoinine; დ.14 აგვისტო, 1962, ჯოეზი, კომორი) — კომორის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 2011 წლის 26 მაისიდან 2016 წლის 26 მაისამდე.

დუანინი განათლებით ფარმაცევტია.[1] პრეზიდენტ აჰმედ აბდალა სამბის მმართველობის პერიოდში (2006–2011) ეკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 2008 წლის 26-31 მარტს იყო კუნძულ ნძუანი (ანჟუანი) დროებითი პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც აფრიკის კავშირის ძალებმა დაამხეს კუნძულის სეპარატისტი პრეზიდენტი მოჰამედ ბაქარი[2].

დაქორწინებულია, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება