იინგლაკ ჩინავატი (ტაი. ยิ่งลักษณ์ ชินวัตร; დ. 21 ივლისი, 1967, სან-კამპჰენგ ჩიანგმაი) — ტაილანდის 28-ე პრემიერ-მინისტრი, პჰია-თაის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ექს-პერმიერის და მილიარდერის ტაქსინ ჩინავატის უმცროსი და.

იინგლაკ ჩინავატი
იინგლაკ ჩინავატი
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აგვისტო, 2011 – 7 მაისი, 2014
მონარქი  პუმიპონ ადულიადეტი
წინამორბედიაპხისიტ ვესტაჩივა
მემკვიდრენივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი

ტაილანდის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2013 – 7 მაისი, 2014
წინამორბედისუკამპოლ სუვანატატი
მემკვიდრენივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი

დაბადებული21 ივნისი, 1967 (1967-06-21) (57 წლის)
სან-კამპანგი, ტაილანდი
პოლიტიკური პარტიაპჰია თაი
მეუღლეანუსორნ ამორჩატი
შვილები1
განათლებაჩულალონგკორნის უნივერსიტეტი, სურეის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი, ბიზნსემენი
რელიგიათერავადა, ბუდიზმი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ქალაქ ჩიანგმაის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით და კენტუკის უნივერსიტეტი მაგისტრის წოდებით. მუშაობდა ძმის, ტაქსინის, კომპანიაში Advanced Info Service PCL — დირექტორ-განმკარგველად. კომპანია ტაილანდში უმსხვილესი მობილური ოპერატორია. 2006 წელს მომხდარი გადატრიალებისა და ტაქსინის საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ პოლიტიკაში მოვიდა, ჯერ სახალხო ხელისუფლების პარტიაში შევიდა, პარტიის აკრძალვის შემდეგ კი ფჰია-თჰაიში. ტაქსინის ბისნესსტრუქტურებმა, რომელთაც სათავეში იინგლაკი ედგა, ფინანსური დახმარება გაუწია დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ „გაერთიანებულ ფრონტს“ („წითელპერანგიანებს“).

2011 წლის 5 აგვისტოს ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. იინგლაკ ჩინავატი პირველი ქალია, რომელიც ტაილანდში პრემიერის პოსტზე დაინიშნა. იინგლაკმა 500 პარლამენტარიდან 296-ის მხარდაჭერა მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება