იზერი (რონის შენაკადი)

Disambig-dark.svg ეს სტატია რონის შენაკადს ეხება. ჩრდილოეთის ზღვის შენაკადის შესახებ იხილეთ იზერი.

იზერი (ფრანგ. Isére) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში. სიგრძე 286 კმ, აუზის ფართობი 11,800 კმ². რონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს გრაის ალპებში, იტალიის საზღვარზე. ღრმა ხეობით კვეთს სავოიის ალპებს. უმეტესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში. იზერის აუზშია ჰიდროელექტროსადგური და წყალსაცავი. ქვემო დინებაში მდინარეს იყენებენ სარწყავად და სანაოსნოდ. იზერის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი გრენობლი.

იზერი
Bords de l'isère.jpg
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სათავე გრაის ალპები
45°26′47″ ჩ. გ. 7°05′34″ ა. გ. / 45.44639° ჩ. გ. 7.09278° ა. გ. / 45.44639; 7.09278
სიგრძე 286 კმ
აუზის ფართობი 11,800 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} იზერი ვიკისაწყობში

ზემო დინება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის ცენტრია. წყლის საშუალო ხარჯი 360 მ³/წმ.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება