ივლისი 2009 წლის მეშვიდე თვეა. დაიწო ორშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ პარასკევს.
|
- ევროკომისია აჯარიმებს GDF Suez-ს და E.ON-ს თითოეულს € 553 მილიონით, შუაევროპულ გაზსადენთან დაკავშირებით ფარული შეთანხმების გამო. (Financial Times) (The Wall Street Journal) (Bloomberg) (Reuters)
- პრემიერ-მინისტრ ბრაიან კოუენის განცხადებით, ირლანდიაში მეორე რეფერენდუმი რეფორმების ტრაქტატზე გაიმართება 2 ოქტომბერს. (RTÉ) (The Irish Times)
- ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ირი სახალხოდ გამოჩნდა, რაც ძალიან იშვიათია ბოლო დროს, მამამისის გარდაცვალების 15 წლისთავის აღსანიშნავად. (BBC) (CTV) (The Guardian) (MSNBC) (The Times)
- დიდი რვიანის 35-ე შეხვედრა იმართება ლ’აკვილაში, იტალია. (BBC News) (CNN)
- არეულობა ურუმჩიში:
- ინდოეთის ოკეანეში კომორის კუნძულებთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრთა ცხედრები გამოირიყა მაფიას კუნძულებზე, ტანზანია. (BBC)
- ინდონეზიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ეტაპი გაიმართა. (Al Jazeera)
- 70,000 მუშის გაფიცვამ სამხრეთ აფრიკაში, შეაჩერა მსოფლიო თასი 2010-ის სტადიონების მშენებლობა. (BBC) (AFP)
- სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა დგას სამთავრობო ვებ გვერდებზე, ბანკებსა და ბიზნესზე განხორციელებული კიბერ შეტევების უკან, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ კორესა და აშშ-ში ბოლო დროს. (Yonhap) (BBC) (The Times)
- ჰონდურასის გაძევებული პრეზიდენტი მანუელ სელაია და დროებითი პრეზიდენტი რობერტო მიჩელეტი შეთანხმდნენ მოლაპარაკებებზე, კოსტა რიკის შუამავლობით. (The Guardian)
- ირანის ოფიციალური წარმოადგენლები აცხადებენ, რომ ორი მესამედი მომიტინგეებისა უკვე თავისუფალია და კიდევ 100 მათგანს გაათავისუფლებენ ცოტა ხანში. (Reuters)
- ორი ავტობომბი აფეთქდა მოსულში, მეორე აფეთქებამ 9 ადამიანი იმსხვერპლა. (BBC)
- ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მედიაკმენტმა სიროლიმუსმა (რაპამიცინი), აღმოჩენილი აღდგომის კუნძულის ნიადაგში 1970-ანებში, შეიძლება დაბერების შენელებას შეუწყოს ხელი. (BBC)
|
|
- თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ავსტრია ხელს აწერენ სამთავრობათშორისო შეთანხმებას ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობაზე. (BBC News)
- 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორს 8 ბავშვი, პაკისტანში ქალაქ მიან ჩანუს სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად. (CNN) (The Times of India)
- გაერთიანებულმა სამეფომ შეაჩერა ისრაელისთვის გარკვეული სახის იარაღის მიყიდვა, ღაზას ომის შემდეგ. (The Times) (Haaretz)
- ორი უიღური მოკლული და ერთი დაშავებული, ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ ქალაქ ურუმჩიში. (BBC) (AP) (Xinhua)
- რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამხრეთ ოსეთს ეწვია ოფიციალური ვიზიტით, რაც პირველი შემთხვევაა საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ისტორიაში. (1 არხი), (RIA Novosti), (Bangkok Post)
|
|
- აშშ–ის ეპისკოპალური ეკლესიაში კენჭისყრა ჩატარდა ჰომოსექსუალების ეპისკოპოსად დანიშვნაზე სამ-წლიანი აკრძალვის მოხსნის საკითხზე. (BBC)
- კათოლიკური ეკლესია ხოტბას ასხამს ფილმს ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი, თუმცა მანამდე ჯოან როულინგის წიგნებს ადანაშაულებდა ჯადოსნობისა და ოკულტიზმის ქადაგებაში. (Irish Independent)
- კასპიან ეარლაინსის რეისი 7908, თეირანი-ერევანი, 153 მგზავრითა და 15 ეკიპაჟის წევრით ბორტზე, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ირანში. ბორტზე ორი საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. (1 არხი), (BBC) (Press TV)
- 7.6-მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სამხრეთი კუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, რამაც მცირე ცუნამი წარმოშვა. (Associated Press) (New Zealand Herald) (RTÉ) (USGS)
- ჩინეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვმა რეკორდულ მაჩვენებელს $ 2.13 ტრილიონს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია იაპონიის მაჩვენებელზე. (BBC) (Xinhua)
- ჩინეთი მოითხოვს ალჟირში თავისი მოქალქეების „განსაკუთრებულ დაცვას“, სამხედრო დაჯგუფებების მიერ გაკეთებული შურისძიების განცხადებების შემდეგ. (BBC)
- მარია დელ კარმენ ბოსედა დე ლარა, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ასაკში გამხდარი დედა, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კიბოთი. (BBC)
- 6 ადამიანი, მათ შორის 2 საგზაო პოლიციელია გარდაცვლილი და 16 დაჭრილი, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ანბარში, ერაყი. (RTÉ)
- კოსმოსური შატლი ინდევორი STS-127 მისიაზე , სკს–ზე გაფრინდა. (BBC)
|
|
- გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტი აწესებს დამატებით სანქციებს ჩრდილოეთ კორეაზე. (BBC) (Xinhua) (Japan Today)
- ჩინეთის მშპ 7.9 %-ით გაიზრდა 2009 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა. (Xinhua) (China Daily) (BBC)
- გოლამ რეზა აგაზადე, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ირანის ვიცე–პრეზიდენტი, უცნობი მიზეზით გადადგა. (ISNA) (BBC) (Jerusalem Post) (Xinhua)
- ხუთდღიანი დებატების შემდეგ ისლანდიის პარლამენტმა მცირე უმრავლესობით გადაწყვიტა ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. (Al Jazeera) (BBC) (The Independent) (The Telegraph)
- წმინდა საყდარმა ოსკარ უაილდი „თანამედროვე მსოფლიოს ბრწყინვალე ანალიტიკოსად“ ცნო, რითაც შეარბილა თავისი მკაცრი დაომკიდებულება პოეტისადმი. (The Daily Telegraph) (The Guardian)
- ჰონდურასის დროებითი პრეზიდენტი რობერტო მიჩელეტი მზადაა გადადგეს, იმ შემთხვევაში თუ მანუელ სელაია უარს იტყვის პრეზიდენტობის პრეტენზიაზე. (CNN) (AFP)
- ომარ ბონგოს ვაჟი, ალი ბონგო ონდიმბა, გაბონის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენეს. (BBC)
- ჩინეთმა ბოიკოტი გამოუცხადა მსოფლიო თამაშების გახსნას ტაივანში, თუმცა თამაშებში მონაწილოებას გეგმავს. (BBC)
- 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა პაპუა-ახალი გვინეას სანაპიროსთან, თუმცა დიდი ზიანი არ მოუტანია. (RTÉ)
- 110 სართულიანი სირს ტაუერი ჩიკაგოში, აშშ, ოფიციალურად უილის ტაუერი გახდა. (BBC)
- აღმოჩენილია ჩამოვარდნილი კასპიენ ეარლაინსის რეისი 7908–ის შავი ყუთები. (Bernama) (Press TV) (Press Association)
- 17 წლის ზაკ სანდერლენდი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც მარტომ იმოგზაურა იახტით მსოფლიოს გარშემო. (BBC)
- მადონას კონცერტი მარსელში, საფრანგეთი, გაუქმებულია სცენის ჩამონგრევის გამო, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 9 დააშავა. (AFP) (BBC) (Boston Globe) (CBC) (Japan Today) (MSNBC) (Pravda) (The Telegraph)
|
|
- ჰარი პეტჩი, უკანასკნელი პირველი მსოფლიო ომის ბრიტანელ ვეტერანთაგან, რომელიც სანგრებში იბრძოდა, 111 წლის ასაკში გარდაიცვალა. (BBC) (CNN)
- მსოფლიოს მასშტაბით 80 ქალაქში გამოსვლები მოეწყო ირანის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რაც საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. (The Times) (CNN) (Al Jazeera)
- ერაყის ქურთისტანში საპარლამეტნტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. (The New York Times) (The Hindu) (Xinhua)
- ტყის ხანძრებმა საფრანგეთში, საბერძნეთში, სარდიანიასა და ესპანეთში ათობით ადამიანი იმსხვერპლა და დააშავა. (RTÉ)
- სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2009 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2507,6 მლნ. $ შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37,2 %-ით ნაკლებია. (საქართველოს სტატისტიკა), (Cilil.Ge)
|
|
- სამხრეთი აფრიკაში, იოჰანესბურგის სიახლოვეს, არაფორმალურ დასახლებაში, შეტაკება მოხდა პოლიციასა და 200 მომიტინგეს შორის. (BBC)
- ირანის ხელიფულებამ 140 დაკავებული გაათავისუფლა, მას მერე რაც უზენასმა ლიდერმა ციხის დახურვა ბრძანა, იქ მომხდარი მკვლელობების შემდეგ. (The Daily Telegraph) (Press TV)
- ჩინელმა მეცნიერებმა გამოაცხადეს „ვამპირის გენის“ არმოჩენა, Tryp-SPc. (AsiaNews)
- აგრიგენტოში, სიცილიის დასავლეთით, ახლად აშენებული საავადმყოფო, რომელიც $50 მილიონი დაჯდა და 20 წელი შენდებოდა, მიწისძვრისგან დანგრევის საშიშროების გამო ევაკუირებულია. (BBC)
|