ივანე ბურცოვის საფლავი
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
ივანე ბურცოვის საფლავი — ისტორიული ძეგლი გორში, აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში. რუსი დეკაბრისტი, რუსეთ-ირანის 1826-1828 წლებისა და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების სტრატეგიული გეგმების ავტორი, გენერალ-მაიორი ივანე გრიგორის ძე ბურცოვი (1795-1829 წწ.) 1829 წელს დაასაფლავეს გორის ტაძარში (დაინგრა XIX საუკუნეში, მიწისძვრის დროს). საფლავის ქვაზე შემორჩენილია ივანე ბურცოვის ბიოგრაფიული ცნობების შემცვლელი ვრცელი წარწერა და ეპიტაფია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 36.