ივანე ბართოლომეი
ივანე ალექსის ძე ბართოლომეი (დ. 28 ნოემბერი, 1813, პეტერბურგი ― გ. 5 ოქტომბერი, 1870, თბილისი) — რუსი არქეოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1856).
ივანე ბართოლომეი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 ნოემბერი (10 დეკემბერი), 1813 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 5 ოქტომბერი, 1870[1] (56 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | არქეოლოგი და ნუმიზმატი |
მამა | Aleksei Ivanovitch Bartolomei |
დედა | Q122091181? |
ბიოგრაფია
რედაქტირება1850 წლიდან მსახურობდა ჩაჩნეთში, აფხაზეთსა და თბილისში. ბართოლომეი 1853 წელს დიპლომატიური დავალებით სვანეთში გაიგზავნა. მან გარკვეული როლი ითამაშა სვანეთის რუსეთთან შეერთების საქმეში. შეაგროვა ქართული, ბაქტრიული, პართული და სასანური მონეტების მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდგომ ერმიტაჟს გადასცა. იკვლევდა ნუმიზმატიკას კავკასიის ეთნოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, აგრეთვე კავკასიური ენებისა და მათი ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს. 1855 წელს გაზეთ „კავკაზში“ (№ 70) გამოაქვეყნა ნაშრომი „ეგრეთ წოდებული მიძჯეგური ენების შესახებ, რომლებიც დღემდე ცნობილია მხოლოდ კლაპროთის შედარებების მეოხებით“. ბართოლომეიმ უარყო ტერმინი „მიძჯეგური ენები“ და მის ნაცვლად შემოიღო „ჩაჩნური ენები“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხანთაძე შ., გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 208.
- ↑ AlKindi