ია დავითაია

ქართველი ექიმი, მეცნიერი, „ჩაჩავას კლინიკის“ ნეონატოლოგიური სამსახურის ხემძღვანელი, მედიცინი

ია დავითაია (დ. 14 მარტი, 1945, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, „ჩაჩავას კლინიკის“ ნეონატოლოგიური სამსახურის ხემძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ია დავითაია
დაბ. თარიღი 14 მარტი, 1945(1945-03-14) (79 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი, მეცნიერი და დოქტორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1974-1976 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის სრული კურსი პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1976 წლიდან მუშაობდა თბილისის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრად, ხოლო იმავე წელს დაინიშნა დღენაკლულ ბავშვთა განყოფილების გამგედ. 1990-1998 წლებში იყო ამავე საავადმყოფოს ფსიქონევროლოგიური განყოფილების გამგე. 1998 წლიდან დღემდე მუშაობს ჩაჩავას კლინიკის ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელად. არის 33 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი, რამდენიმე მეთოდური რეკომენდაციის ავტორი და რედაქტორი. 12 უპგ აკრედიტებული პროგრამის ხელმძღვანელი და განმახორციელებელი, მათ შორის 2-2 წლიანი პროგრამების „სიცოცხლის პირველი 1000 დღე“ და „ნეონატოლოგთა სკოლა“. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ინგლისურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა თანამედროვე ნეონატოლოგიის ერთ-ერთი შესანიშნავი სახელმძღვანელო: ჯონ პ. კლოჰერტის და ენ რ. სტარკის „ნეონატოლოგია“. ია დავითაიას ხელმძღვანელობოთ სისტემატიურად ტარდება სამედიცინო განათლების პროგრამით აკრედიტირებულ სასწავლო ტრეინინგ-სემინარები, კონფერენციები, მათ შორის ჩატარდა 4 საერთაშორისო დონის კონგრესი. 2002 წელს წარდგენილი იყო დელეგატად საქართველოდან ქალთა მსოფლიო ფორუმზე, ყაზახეთში, ალმა-ატაში. 2004 წელს საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ წარდგენილ იყო დელეგატად საქართველოდან ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის 26-ე კონგრესზე. მისი ინიციატივით საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია საერთაშორისო ნეონატოლოგიური საზოგადოება „IPOKRaTES“ სრულუფლებიანი პარტნიორია. ამავე დროს, ევროპის ნეონატოლოგთა ასოციაციების კავშირის „UENPS“ და ცენტრალური ევრაზიის ნეონატოლოგთა კავშირის „UCENS“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. აქვთ პარტნიორული ურთიერთობა აშშ „მეიო“-ს კლინიკასთან. 2006 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით თბილისში გაიმართა „IPOKRaTES“ და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო სემინარი ნეონატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, რომელსაც უძღვებოდნენ ევროპის და აშშ წამყვანი ნეონატოლოგი პროფესორები. „საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციამ“, მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოსცა საქართველოში პირველად სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი „ნეონატოლოგია“. ასევე მისი ინიციატივით ჩაჩავას კლინიკაში შეიქმნა მშობელთა სკოლა, გამოიცა მომავალი დედებისათვის წიგნი მეგზური „ბედნიერი დედობის თანამგზავრი“ და „როგორ ვითარდება თქვენი პატარა“. მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინიტროსა და საზოგადოებრივი ჯილდოები: „დამსახურებული მედიკოსის წოდება“, „ჯანმრთელობის ფრიადოსნის წოდება“, „საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება“, კლაუს ჰიპის პრემია „საუკეთესო პედიატრი“ (2008). მიღებული აქვს აღიარების სიგელი „ოქროს ფონენდოსკოპი“, საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, დააჯილდოვა საპატიო მედლით „ქალთა საბჭოს“ მედალი საზოგადოებრივი აქტივობისა და ქველმოქმედებისათვის.

სადისერტაციო თემა — „პერინატალური ჰიპოტროფიის გავლენა დიდი ჰემისფეროების ქერქისა და ტვინის ღეროს სტრუქტურაზე“, დაიცვა 1997 წელს.

ჯილდოები რედაქტირება

  • 2001 — ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ბედნიერი დედობის თანამგზავრი „სამახსოვრო“: სახელმძღვანელო დედებისათვის, თბ., 2000, გვ. 129

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 86
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 6, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2003, გვ. 172

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება