ედგარ იაფე

(გადამისამართდა გვერდიდან იაფე, ედგარ)

ედგარ იაფე (გერმ. Edgar Jaffé; დ. 14 მაისი, 1866, ჰამბურგი, გერმანია — გ. 29 აპრილი, 1921, მიუნხენი, გერმანია) — გერმანელი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და ფინანსთა მინისტრი. მისი მეუღლე იყო ელზე ფონ რიხტჰოფენი.

ედგარ იაფე, თავის ყოფილ პროფესორებთან მაქს ვებერთან და ვერნერ ზომბარტთან ერთად 1904 წლიდან ჟურნალ „სოციოლოგიისა და სოციალპოლიტიკის არქივის“ რედაქტორი იყო, რომელიც შემდგომში წამყვანი სოციალ-სამეცნიერო ჟურნალი გახდა გერმანიაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება