იასონ გორდეზიანი
იასონ დავითის ძე გორდეზიანი (დ. 1876, სოფ. საკაო, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 1960, ბათუმი) — ქართველი აგრონომი და მებაღე-დეკორატორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1889-1893 წლებში აგრონომიული განათლება მიიღო თბილისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში. 1894-1909 წლებში საქართველოს სხვადასხვა მხარეში ხელმძღვანელობდა ხეხილის სანერგეებისა და ბაღების, ბაღ-პარკების გაშენებას. 1909-1911 წლებში დეკორატიული მებაღეობისა და მწვანე მშენებლობის სპეციალობით სწავლობდა ვერსალის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ მუშაობდა საფრანგეთში და შვეიცარიაში; ერთხანს იყო კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი. 1913 წელს მიიწვიეს ახლად დაარსებულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სამუშაოდ. 1914-1917 წლებში იყო ამ ბაღის აღმასრულებელი დირექტორი. მისი უშუალო მონაწილეობით გაშენდა ბოტანიკური ბაღის ძირითადი კოლექციები. გორდეზიანი, ა. კრასნოვთან ერთად, არის ბათუმის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგნიძე რ., იასონ გორდეზიანი – დავიწყებული გამორჩეული დეკორატორი, აგრონომი და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი გამშენებელი, კრ.: მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის ნარკვევები, 46–47, თბ., 2009.
- ჩიკვილაძე ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 106.