იარაკუი (ესპ. Río Yaracuy) — მდინარე ვენესუელაში. სათავე აქვს სიერა-დე-აროას ქედზე. სიგრძე 130 კმ. მიედინება კარაბობოსა და იარაკუის შტატების ტერიტორიებზე. ერთვის კარიბის ზღვის ტრისტეს ყურეს. მიედინება უმეტესად დაბლობზე. აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადი. წვიმიანი სეზონების დროს მდინარეზე აღინიშნება წყალდიდობა. ამ დროს ძირითადად ზარალდება ახლო მდებარე რაიონები. მდინარის წყალი გამოყენებულია სარწყავად.

მდინარე იარაკუი

ლიტერატურა რედაქტირება

  • Rand McNally, The New International Atlas, 1993.