იან ტეემანტი (ესტ. Jaan Teemant; დ. 24 სექტემბერი, 1872, პაატსალუ — გ. 24 ივლისი, 1941, ტალინი) — ესტონელი სახელმწიფო მოღვაწე. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1925–1927 წლებში და 1932 წლის თებერვალ-ივლისში.

იან ტეემანტი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი, 1925 – 9 დეკემბერი, 1927
წინამორბედიიური იააკსონი
მემკვიდრეიან ტინისონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 1932 – 19 ივლისი, 1932
წინამორბედიკონსტანტინ პიატსი
მემკვიდრეკაარელ ეენპალუ

დაბადებული24 სექტემბერი, 1872
პაატსალუ
გარდაცვლილი24 ივლისი, 1941
ტალინი, ესტონეთი

1914-1940 წლებში მუშაობდა ტალინში ადვოკატად. 1919-1925 წლებში ადვოკატთა კოლეგიის თავჯდომარეა. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოწვევის რიიგიკოგუს წევრი. ორგზის ესტონეთის მთავრობის მეთაური.

1940 წელს დააპატიმრეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა. სავარაუდოდ გარდაიცვალა ან დახვრიტეს 1942 წელს პატიმრობაში ტალინის ცენტრალურ ციხეში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება