იანის ჩაკსტე (ლატვ. Jānis Čakste; დ. 14 სექტემბერი, 1859, ლიელსესავა, ლატვია — გ. 14 მარტი, 1927, რიგა) — ლატვიელი პოლიტიკოსი და ლატვიის პირველი პრეზიდენტი 1922–1927 წლებში.[1]

იანის ჩაკსტე

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი სამართალს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, რომელიც 1886 წელს დაამთავრა და არა მხოლოდ იურისტი, არამედ ლატვიის პოლიტიკური აქტივისტიც გახდა. 1906 წელს იგი რუსეთის იმპერიის პარლამენტის — დუმის წევრად აირჩიეს, სადაც ლატვიისთვის ავტონომიის იდეას ლობირებდა. 1918 წელს იგი ლატვიის სახალხო საბჭოს პრეზიდენტი გახდა, რაც დროებითი მთავრობა იყო, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩაკსტე ლატვიის პრეზიდენტად 1922 წელს აირჩიეს პირველად, ხელმეორედ კი 1925 წელს და 1927 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. იგი ლატვიის აკადემიური გაერთიანების „Austrums“-ის წევრი იყო.

მან ცოლად იუსტიე ჩაკსტე, ქალიშვილობაში ვესერე, შეირთო და მასთან ცხრა შვილი შეეძინა. მისი ვაჟი, უმცროსი ლეიტენანტი, ვისვალდის ჩასტკე 1915 წელს იელგავას დაცვისას მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Treijs, Rihards (2004). Prezidenti : Latvijas valsts un ministru prezidenti (1918–1940). (Latvian). Riga: Latvijas Vēstnesis]. ISBN 9984-731-47-2. OCLC 61227165. 
წინამორბედი:
რუსეთის იმპერია
ლატვიის პრეზიდენტი

19221927
შემდეგი:
გუსტავ ზემგალსი