იალბუზისპირეთის ეროვნული პარკი

იალბუზისპირეთის ეროვნული პარკი (რუს. Приэльбрусье национальный парк) — ევროპის უმაღლესი მწვერვალის, იალბუზის (5642) ირგვლივ მდებარე ეროვნული პარკი. ციცაბო ხეობების იზოლაციის გამო ეროვნული პარკი ენდემიზმისა და ბიომრავალფეროვნების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. პარკი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ერთ-ერთია კავკასიის რეგიონის 22 ეროვნული პარკიდან და რეგიონის 1.8%-ს ფარავს.[1] პარკი ყაბარდო-ბალყარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და იალბუზისა და ზოლსკის რაიონებს მოიცავს.[2]

იალბუზის ხედი

ტოპოგრაფია

რედაქტირება
 
თავშესაფარი 11 იალბუზზე

იალბუზისპირეთის ეროვნული პარკი ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს, რომელთა სიმაღლეც 1400-დან 5642 მეტრამდე მერყეობს. ეროვნული პარკის რელიეფი მოიცავს მწვერვალებს, მყინვარებს, ქედებს, ლავურ ნაკადებს, ტბების აუზებსა და ტყეებს. პარკის დასავლეთ საზღვარზე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საზღვართან იალბუზი მდებარეობს. პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე მალკა და მდინარე ბაქსანი, რომელიც იალბუზს აღმოსავლეთით ჩამოუდის. პარკის სამხრეთი საზღვარი საქართველოს რესპუბლიკის საზღვართან გადის. დაახლოებით 155 კმ², პარკის 15.3% მყინვარებსა დამუდმივ თოვლიან საფარს უკავია.[3]

ეკორეგიონი და კლიმატი

რედაქტირება
 
საბაგირო იალბუზისპირეთში

ეროვნული პარკი კავკასიის შერეული ტყეების ეკორეგიონს მიეკუთვნება და მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეკორეგიონია. ბიომრავალფეროვნებას ზიმაღლებრივი ვარიაციები და ეკოლოგიური ზონები განსაზღვრავს.[4][5]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით იალბუზისპირეთი არქტიკულ კლიმატურ სარტყელშია. ამ სარტყელში წელიწადში სულ ცოტა ერთი თვე ისეთია, როცა საშუალო თვიური ტემპერატურა საკმარისია თოვლი დასადნობად (0 °C (32 °F)), მაგრამ არცერთი თვის საშუალო ტემპერატურ არ აღემატება 10 °C-ს (50 °F).[6][7]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება
 
ტბა იალბუზისპირეთში

პარკის ყველაზე დაბალ ადგილებში ძირითადად წიწვოვანი ტყეებია, განსაკუთრებით ფიჭვი. ჭაობიან და სველ ადგილებში ველური ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი ხარობს. ზემო სარტყელში ფართოფოთლოვანი ხეები, ხოლო სუბ-ალპურ სონაში ბუჩქები ხარობს. ალპური მდელოებზე მაღლა თოვლიანი და კლდოვანი რელიეფია.[2][8]

ტყის ძუძუმწოვართა შორის აღსანიშნავია სტეპების მგელი, ევროპული ჯაკალი, წითელი მელა, გარეული ღორი და სირიული ყავისფერი ღორი.[8]

ეროვნული პარკი სამთო სპორტის - თხილამურებით სრიალის, ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვის ცენტრია. პარკის ტერიტორიაზე კემპინგის, სახმელეთო ტრანსპორტის ტურებისა და ეკო-ტურების მოწყობაა შესაძლებელი. ტურიზმის განვითარებისთვის პარკის ტერიტორიაზე საჭირო ობიექტებია მოწყობილი (პარკის აზღვრებში ექვსი პატარა დასახლებაა მოწყობილი). პარკი ქალაქ ნალჩიკიდან 90 კმ-ში მდებარეობს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Caucasus Ecoregion Nature Plan. World Wildlife Federation. ციტირების თარიღი: January 30, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Prielbrusye National Park (Official Park Site) ru. FGBU Joint Directorate Prielbrusye National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 21, 2016. ციტირების თარიღი: January 27, 2016.
  3. Prielbrusye National Park ru. ციტირების თარიღი: January 27, 2016.
  4. Caucasus Ecoregion. World Wildlife Federation. ციტირების თარიღი: January 30, 2016.
  5. Map of Ecoregions 2017 en. Resolve, using WWF data. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  6. Kottek, M., J. Grieser, C. Beck, B. Rudolf, and F. Rubel, 2006. World Map of Koppen-Geiger Climate Classification Updated en. Gebrüder Borntraeger 2006. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  7. Dataset - Koppen climate classifications en. World Bank. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  8. 8.0 8.1 Prielrusye National Park - Flora and Fauna ru. ციტირების თარიღი: January 27, 2016.