იაკოპო პერი
იაკოპო პერი (იტალ. Jacopo Peri; დ. 20 აგვისტო, 1561, რომი — გ. 12 აგვისტო, 1633, ფლორენცია) — იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი, ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა ფლორენციაში, კრისტოფანო მაველაცისთან. ფლორენციული კამერატის (წრის) მონაწილე. 1592 წელს დაწერა (ი. კორსისთან ერთად) პირველი ოპერა "დაფნე" (ო. რინუჩის ტექსტზე, დაიდგა 1597-98 წლებში ფლორენციაში. პერის მუსიკის ფრაგმენტები დაკარგულია). პერის ოპერა "ევრიდიკე" (1600) ადრინდელი ოპერის ყველაზე მკაფიო ნიმუშია. პერი ამ ოპერაში ასრულებდა ორფევსი პარტიას.
იაკოპო პერი | |
---|---|
იაკოპო პერი | |
მშობლიური სახელი | Jacopo Peri |
დაბადების თარიღი |
20 აგვისტო, 1561 რომი |
გარდაცვალების თარიღი |
12 აგვისტო, 1633 ფლორენცია |
ეროვნება | იტალიელი |
პროფესია | კომპოზიტორი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 24.