იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გორში

იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გორში — ქართველი საზოგადო მოღვაწის, „დედა ენის“ შემდგენელ იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი შიდა ქართლის ქალაქ გორში. მდებარეობს სტალინის გამზირისა და დიმიტრი ამილახვრის ქუჩების გადაკვეთის ადგილთან. ბიუსტის სიმაღლეა 70 სმ. ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. აღმართულია ცილინდრული ფორმის კვარცხლბეკზე, რომელიც დგას დაბალ კვადრატულ ბაზისზე.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. memkvidreoba.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-09. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2020.