იაგორ კალანდაძე

ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იაგორ კალანდაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1964) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იაგორ კალანდაძე
დაბ. თარიღი 26 ოქტომბერი, 1964(1964-10-26) (59 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბიოლოგი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, 1990 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1990-1996 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი სამედიცინო ბიოფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1995-1997 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის ექსპერიმენტული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1995-1997 წლებში საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 1997-2000 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2000-2002 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტანდარტიზაციის, ლიცენზირებისა და ნორმირების დეპარტამენტის უფროსი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე. 2004-2005 წლებში ა(ა)იპ სექტორალური კვლევების ცენტრის დირექტორია. 2005-2007 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსია. 2007-2009 წლებში სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსია. 2009-2012 წლებში იყო ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. 2012-2015 წლებში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, მედიცინის და სტომატოლოგიის სკოლის ბიომედიცინის პროფესორი, 2012-2013 წლებში იყო რექტორის მოადგილე. 2013-2015 წლებში აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის განვითარების დირექტორია. 2015 წლიდან იყო პინეო სამედიცინო ეკოსისტემის გენერალური დირექტორი და პარტნიორი. 2012 წლიდან იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში. 2012 წლიდან არის საუნივერსიტეტო კვლევების კორპორაციის (URC, აშშ) კონსულტანტი. 2011 წლიდან — საერთაშორისო ფონდი „კურაციო“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მსოფლიო ბანკის პროექტის კონსულტანტი. კვლევის თემა: ანტიკანცეროგენური და კანცეროგენური ნაერთების მოქმედება გენეტიკურ მასალაზე. სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა — 74, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში — 45.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 108

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება