თურქმენეთის დროშა

თურქმენეთის დროშა[1] (თურქმ. Türkmenistanyň baýdagy/Түркменистаның байдагы) — თურქმენეთის ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 2001 წლის 24 იანვარს.

თურქმენეთის დროშა
Türkmenistanyň baýdagy/Түркменистаның байдагы
მიღებულია 24 იანვარი, 2001
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
მწვანე ფონი წითელი ვერტიკალური ზოლით, რომელზეც ხუთი ორნამენტი, ორნამენტების ქვემოთ — ზეთისხილის ორი რტო, დროშის ზედა ნაწილში — თურქული და ისლამური სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელი ნახევარმთვარე და მის ზემოთ ხუთი ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.
წინა დროშები

1 თებერვალი, 199725 ივნისი, 2001

აღწერა და ისტორია რედაქტირება

 
თურქმენეთის დროშა საფოსტო მარკაზე, 1992 წ.

თურქმენეთის დროშა მსოფლიოს ქვეყნების დროშებს შორის ყველაზე დეტალურია. იგი წარმოადგენს მწვანე ფონს წითელი ვერტიკალური ზოლით, რომელზეც ხუთი ორნამენტი, ორნამენტების ქვემოთ — ზეთისხილის ორი რტო გაეროს დროშის მსგავსად, დროშის ზედა ნაწილში — თურქული და ისლამური სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელი ნახევარმთვარე და მის ზემოთ ხუთი ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. ნახევარმთვარე განასახიერებს ქვეყნის ნათელი მომავლის იმედს, ხოლო ვარსკვლავები — თურქმენეთის ხუთ პროვინციას (ველაიეთი) — ახალის, ბალკანის, დაშოგუზის, ლებაპის და მარის ველაიათებს. დროშაზე გამოსახული ორნამენტები თურქმენთა ტომების სიმბოლოა. ზეთისხილის რტოები დროშის ერთ-ერთი დამატებითი ნაწილია. იგი 1995 წლის 12 დეკემბერს, თურქმენეთის „მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის“ ნიშნად, ჰერალდიკის წესების დარღვევით, გაეროს გენერალური ასამბლეამ დაამატა.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1991 წლამდე, თურქმენეთის დროშა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსი იყო. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1992 წლის 19 თებერვალს, თურქმენეთმა ახალი, დღევანდელის მსგავსი დროშა მიიღო.

ისტორიული დროშები რედაქტირება

სამხედრო დროშები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება