თრანის ხიდი
თრანის ხიდი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში მდინარე თრანულაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. მდინარის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილი იყო ერთი ოთხწახნაგა ბურჯის ნაწილი, რომელიც 1968 წელს საშენი მასალის გამოყენების მიზნით დაშალეს. ბურჯი ნაგები იყო რიყის ქვითა და კირის დუღაბით, შუაში ჰქონდა ვერტიკალური წყალსაწრეტი ხვრელი. მეორე ბურჯი მთლიანად იყო დანგრეული. ბურჯთან ახლოს, ძველი ნაგზაურის კვალია, რომელიც გადის შუა საუკუნეების ნასოფლარზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ. ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 387.