თოხთის ეკლესიის ნანგრევი

თოხთის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, "თუთარაანის" მიდამოებში დგას ეკლესია, რომელიც დიდი ზომის ფიქალითაა ნაგები. უაბსიდო დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ამავე კედელს ხარისხი მიუყვება. ეკლესიის კედლების სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 92