ტი ჯეი ჰუკერი

(გადამისამართდა გვერდიდან თი ჯეი ჰუკერი)


ტი ჯეი ჰუკერი (ინგლ. T. J. Hooker) — ამერიკული სატელევიზიო სერიალი პოლიციური დრამის ჟანრში, შექმნილი რიკ ჰასკის მიერ და უილიამ შეტნერის მონაწილეობით.

ტი ჯეი ჰუკერი
T. J. Hooker
ჟანრი პოლიციური დრამა
ავტორი რიკ ჰასკი
მონაწილეობენ უილიამ შეტნერი
ჰიზერ ლოკლირი
ედრიან ზმედი
რიჩარდ ჰერდი
ჯეიმზ დარენი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 5
ეპიზოდი 91
წარმოება
ხანგრძლივობა 60 წუთი (ABC)
90 წუთი (CBS)
კომპანია Spelling-Goldberg Productions
დისტრიბუტორი Sony Pictures Television
ეთერში 13 მარტი, 1982 — 28 მაისი, 1986
რესურსები ინტერნეტში

საპილოტო ეპიზოდი ABC-ის ეთერში 1982 წლის 13 მარტს გავიდა. სერიალი გრძელდებოდა 1985 წლის 4 მაისის ჩათვლით. შემდგომში, 1985-დან 1986 წლამდე მას სატელევიზიო არხი CBS უშვებდა.

2013 წლის 27 აგვისტოს კომპანია Mill Creek Entertainment-მა Sony Pictures-ისგან შეიძინა რამდენიმე სერიალის საავტორო უფლებები, მათ შორის არის ტი ჯეი ჰუკერი,[1] ხოლო 2014 წლის 1 აპრილს ახალმა მფლობელმა ხელახლად გამოსცა სერიალის პირველი და მეორე სეზონები DVD ფორმატის მეშვეობით.[2]

შინაარსი

რედაქტირება

საკუთარი მეწყვილის გარდაცვალების შემდეგ, დეტექტივი თომას ჯეფერსონ (ტი ჯეი) ჰუკერი (უილიამ შეტნერი) სერჟანტის პროფესიას დაუბრუნდა. ჰუკერს ახალწვეულთა აკადემიის მწვრთნელად ნიშნავენ. მისი მეწყვილე ახალწვეული ვინსი რომანო (ედრიენ ზმედი). ჰუკერი ახალგაზრდა კოლეგის მენტორი ხდება. მალე ისინი დამეგობრდებიან და კარგ მეწყვილეებად იქცევიან.

ჰუკერი განქორწინებულია, თუმცა ყოფილ ცოლ ფრენთან (პროფესიით მედდა) თბილ ურთიერთობებს ინარჩუნებს. მათი შვილები დედასთან ცხოვრობენ, მაგრამ როდესაც ფრენი დაკავებულია, ჰუკერი მათ მოვლაზე უარს არ ამბობს.

მესამე სეზონიდან ჰუკერი და რომანო თანამშრომლობენ პოლიციელთა სხვა წყვილთან - სტეისი შერიდანთან (ჰიზერ ლოკლირი) და ჯიმ კორიგანთან (ჯეიმზ დარენი) 

უკანასკნელ, მეხუთე სეზონში ედრიან ზმედმა სერიალი დატოვა. ჰუკერი მარტო, ან სტეისისთან და კორიგანთან ერთად აგრძელებს მუშაობას. 

  • ტი ჯეი ჰუკერი ერთადერთი პერსონაჟია, რომელმაც ყველა - 90 სერიაში მიიღო მონაწილეობა.
  • ჰიზერ ლოკერი სტეისი შერიდანის როლში 84 ეპიზოდში გამოჩნდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება