აბააჟვახუ (თხინის თემი)
აბააჟვახუ[1][2], აბააჟვ-ახუ (აფხ. Абаажә ахәы; ძვ. თილითი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (თხინის თემი), კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენიშწყარის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 240 მ, შავი ზღვიდან 19 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ.
სოფელი | |
---|---|
აბააჟვახუ აფხ. Абаажә ахәы | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
თემი | თხინა |
კოორდინატები | 42°54′32″ ჩ. გ. 41°26′15″ ა. გ. / 42.9089361° ჩ. გ. 41.437694° ა. გ. |
ადრეული სახელები | თილითი |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებააბააჟვახუს ძველი სახელია „თილითი“. აქ იყო აფხაზეთის კათალიკოსის სასახლე (შემორჩენილია ნანგრევები „თლუთ-აბაას“ სახელწოდებით). XVII საუკუნის 80-იან წლებში ქართული მოსახლეობა აფხაზურმა შეცვალა და სოფელს „აბააჟვახუ“ დაერქვა, რაც აფხაზურად „ძველი ციხესიმაგრის ბორცვს“ ნიშნავს.
სოფლის მოსახლეობა 1989 წლის მდგომარეობით შეადგენდა 218 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 52-53, თბ., 2016.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.