თვალჭრელიძეიტი (სახელი ეწოდა აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის პატივსაცემად) — სულფიდების კლასის მინერალი; ქიმიური შემადგენლობა Hg12(Sb, As)8 S15. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. გვხვდება ტყვიისებრ ნაცრისფერი მარცვლოვანი აგრეგატების სახით. აქვს ალმასისებრი ელვარება. ახასიათებს ტკეჩადობა ერთი მიმართულებით. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3-მდე; სიმკვრივე 7380 კგ/მ³. წარმოიქმნება ჰიდროთერმული გზით. აღმოჩენილია გომის (ზემო რაჭა) დარიშხან-სტიბიუმ-ვერცხლის წყლის საბადოში. დღეისათვის ვერცხლისწყლის შემცველი 20-მდე მინერალია ცნობილი. ერთ-ერთ მათგანს ქართული მინერალოგიურ-პეტროგრაფიული სკოლის ფუძემდებლის ალექსანდრე თვალჭრელიძის პატივსაცემად „თვალჭრელიძეიტი“ ეწოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება