სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეოდორე.

თეოდორე სტუდიტე (დ. 759 — გ. 826) — ბიზანტიელი მწერალი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის სტუდიონის მონასტერში, რომელიც აქცია მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ კერად, ხელნაწერთა გამრავლების ცენტრად. ხელი შეუწყო ბიზანტიურ დამწერლობაში მინუსკულის დამკვიდრებას. 808-815 წლებში ის კონსტანტინოპოლიდან განდევნეს ხატმებრძოლეებმა. იყო ბასილი კესარიელის მიმდევარი. ავტორია თხზულებებისა სამონასტრო ცხოვრების ორგანიზაციის შესახებ, ასევე დოგმატური და ასკეტური „საუბრებისა“ და იამბური ლექსებისა, რომლებშიც სადად და უშუალოდაა აღწერილი სამონასტრო ცხოვრება. შერაცხულია წმინადანად.

ლიტერატურა

რედაქტირება