თეოდორე ანტიოქიელი

თეოდორე ანტიოქიელი (ბერძ. Θεοδώρητος) - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 23 ნოემბერი, ახალი სტილით - 6 დეკემბერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

წმინდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი, თხუთმეტი წლის ყრმა, ქრისტეს აღსარებისთვის სასტიკად აწამეს იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას. ჯალათებს თავზარი დასცა იმან, რომ წმინდანი წამების დროს ხარობდა, მისი შეწყვეტისას კი ტკივილებს გრძნობდა. მათ ამ სასწაულის შესახებ იმპერატორს შეატყობინეს, რომელმაც მარტვილის განთავისუფლება ბრძანა. მოგვიანებით ნეტარი თეოდორე ყვებოდა, რომ როცა აწამებდნენ, მას უფლის ანგელოზი ეცხადებოდა და სატანჯველებს უმსუბუქებდა, წამების შემდეგ კი ანგელოზი ქრებოდა და ისიც ტკივილებისაგან იტანჯებოდა. წმინდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.