თემურ მდინარაძე
თემურ მდინარაძე (დ. 8 ივნისი, 1946, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
თემურ მდინარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ივნისი, 1946 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ოდესის ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1971 წელს დაამთავრა ოდესის ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხორცისა და რძის მრეწველობის ფაკულტეტი. 1971 წლიდან იყო წყალტუბოს ხორცის კომბინატის ტექნოლოგი, 1972 წლიდან ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს უფროსი ეკონომისტი, ინჟინერ-ტექნოლოგი, 1973-1977 წლებში კი ხორცისა და ხორცის პროდუქტების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1978 წლიდან რუსთავის ხორცკომბინატის საამქროს უფროსი. 1979-1981 წლებში იყო გაერთიანება „თბილხორცის“ მთავარი ტექნოლოგი, 1981 წლიდან იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის გამგე, პროფესორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თემურ მდინარაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თემურ მდინარაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭო)
- თემურ მდინარაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის III მოწვევა)
- პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს ბედი“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)