თელო
ტელო (აზერ. Tello) — აზერბაიჯანული ხალხური ცეკვა, იალას ცეკვის ერთ-ერთი სახეობა. სახელი ასოცირდება გოგონას სახელთან.
ცეკვა დამახასიათებელია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მოცეკვავეები ხელებს იმაღლებენ მხრის დონეზე, მოცეკვავეები ერთმანეთთან პატარა თითებით არიან დაკავშირებულნი. თავად ცეკვის პროცესი ორი სწრაფი ნაწილისაგან შედგება, რომელთა შესრულების დროს მხრები წინ და ზემოთ მოძრაობენ.
თელოს აზერბაიჯანის უმეტეს რეგიონში ცეკვავენ.