თელეთის წმინდა გიორგის ეკლესია

თელეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთ-დასავლეთით 500 მეტრზე, მინდორში, აგებულია სოფლის მკვიდრის ვ. მაისურაძის მიერ XX საუკუნის I ნახევარში, თელეთის წმინდა გიორგის დანგრეული ეკლესიის ადგილზე.

ეკლესია დარბაზულია (3,2X2,9 მეტრზე) უაფსიდოა. და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვითა და ცემენტის ხსნარით. გარე კუთხეებში და კარსარკმელების ღიობებში აგურია გამოყენებული. დაზიანებულია. შენობა 1,5X1,7 მეტრ სიმაღლეზე დგას.

შასასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა (დაზიანებულია). აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში მოწყობილია თითო განიერი სარკმელი. ნაგებობის შიგნით რამდენიმე სხვადასხვა ტევადობის ქვევრია დადგმული.

ეკლესია მაისურაძეების საგვარეულო სალოცავად ითვლება. დღესასწაული 23 ნოემბერს იმართება.

ლიტერატურა რედაქტირება