თელავის დაბახანა — არქიტექტურული ძეგლი, დგას თელავში ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 87), ხევის პირას. აგებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

ნაგებობა სამეურნეო დანიშნულების იყო, აქ ამუშავებდნენ ტყავს. შენობა ერთსართულიანია, ნაგებია კვადრატული აგურით და რიყის ქვით. შიდა სივრცე ერთ დიდ ოთახს ეკავა, რომლის ცალი ფრთა მსუბუქი ტიხრით იყო გამოყოფილი, ოთახის ქვემოთ, იგივე ზომის ერთიანი სარდაფია, რომლის კედლებშიც შვიდი ნახევარწრიული ნიშანია და ერთი განჯინაა. სარდაფი ოთხი სარკმლითაა განათებული, რომელთა შორის სამი მთავარი ფასადის მხარესა. ამავე მხრიდანა სარდაფის შესასვლელიც. ნაგებობა ჩოლოყაშვილის ქუჩის მხარეს მცირედ დეკორირებული ფასადი აქვს. ფასადი დანაწევრებულია ცრუ პილასტრებზე გადაყვანილი სამი განიერი თაღით, რომლებშიც კარ-ფანჯრების ღიობებია დატანებული. ფასადი ძველი აგურისაა, გარედან გალესილია. გვერდითი ფასადები ძირითადად რიყის ქვისაა, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით არის დაშორებული, დაბურული ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება