თეიმურაზ ჯანელიძე
თეიმურაზ ჯანელიძე (დ. 20 სექტემბერი, 1944) — ქართველი მუსიკოსი.
თეიმურაზ ჯანელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1944 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1963 წლიდან იყო რუსთავის სამუსიკო სკოლისა და სასწავლებლის პედაგოგი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი, სალიბაურის სკოლა-ინტერნატის პედაგოგი, თბილისის ორთაჭალის რაიონის განათლების გამყოფილების მეთოდისტი, საქართველოს კამერული გუნდის მთავარი ქორმეისტერი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის რუსთავის საქალაქო განყოფილების თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).