თეიმურაზ ღიბრაძე (დ. 12 სექტემბერი, 1925, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

თეიმურაზ ღიბრაძე
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1925 (1925-09-12) (98 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1950–1953 ელრბში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის უნივერსიტეტის ასპირანტი; 1954–1960 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960 წლიდან ხელმძღვანელობს განყოფილებას. ავტორია 205 სამეცნიერო ნაშრომის გულსისხლძარღვთა სისტემის მორფოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1954 წელს „ფარისებრი ჯირკვლის არტერიები და კაპილარები“.

სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1963 წელს „ბრონქების და ფილტვის სისხლძარღვები ნორმის, ექსპერიმენტისა და პათოლოგიის პირობებში“.

ორგანიზაციის წევრი რედაქტირება

  • აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი (1998-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, აკადემია
  • უკრაინის მორფოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ჩეხოსლოვაკიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები რედაქტირება

  • 1980 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1980 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ადამიანის ნორმალური ანატომიის მოკლე კურსი : სამედიცინო კოლეჯებისათვის (ავტორი), თბ., 1997, გვ. 75
  • ადამიანის ნორმალური ანატომიის მოკლე კურსი სამედიცინო კოლეჯებისათვის (ავტორი), თბ., მ/ა სტ., 1993, გვ. 75
  • ფარისებრი ჯირკვლის არტერიები და კაპილარები (ავტორი), თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1957, გვ. 145

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 295

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება