თეთრი ძაღლი (გარის რომანი)
„თეთრი ძაღლი“ — რომენ გარის რომანი, რომელიც გამოვიდა საფრანგეთში, სახელწოდებით „Chien Blanc“.
„თეთრი ძაღლი“ არის რომენ გარის ავტობიოგრაფიული რომანი. თეთრი ძაღლის მოკლე ისტორია გამოქვეყნდა ჟურნალ Life-ში 1970 წლის 9 ოქტომბერს, სრული ვერსია კი საფრანგეთში გამომცემლობა Gallimard-ის მიერ დაიბეჭდა 1970 წელს. გარის რომანის ინგლისური ვერსია გამოქვეყნდა იმავე წელს, ჩრდილოეთ ამერიკაში New American Library-ის მიერ.
რომანში გარის და მისი ცოლის გამოცდილებაა 1960 წელს ალაბამის პოლიციის მიერ გაწრთვნილ ძაღლზე, რომელიც თავს ესხმის შავკანიანებს და როგორ ცდილობენ თავიდან აღზარდონ ძაღლი.
რომენ გარი რომანს იყენებს როგორც იარაღს უარყოს რასიზმი და მხარი დაუჭიროს აფრო-ამერიკელების უფლებებს, როგორც მისი ყოფილი ცოლი ჯინ სიბერგი და ასევე მარლონ ბრანდო უჭერდა მხარს.
მოკლე შინაარსი
რედაქტირებაავტობიოგრაფიულ რომანში აღწერილია თუ როგორ იპოვა რომენ გარიმ ძაღლი, რომელიც დაგეშილი იყო შავკანიანებზე. ამ წიგნში აღწერილია თუ როგორ შეეცადა ავტორი ძაღლის შეცვლას. ამ წიგნში ასევე საუბარია იმ დროინდელ ამერიკის უდიდეს პრობლემაზე, შავკანიანების დაჩაგვრაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hess, John (27 April 1970). "Romain Gary, Who Says He Wants Peace and Quiet, Stirs Storm With Hollywood Memoir". New York Times. p. 9.
- Dombrowski, Lisa (Nov–Dec 2008). "Every Dog Has Its Day: The Muzzling of Samuel Fuller's White Dog". Film Comment. 44 (6): 46–49.