დიდი გლდანის ტბა
ტბა საქართველოში, თბილისში
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი ტბა)
დიდი გლდანის ტბა[1] (აგრეთვე ცნობილი როგორც დიდი ტბა ან თეთრი ტბა) — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ გლდანის მახლობლად. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², აუზის ფართობი 0,77 კმ². ტბის სიგრძეა დაახლოებით 900 მ, ხოლო სიგანე — 300 მ.[2] ტბის წარმოშობა ტექტონიკურია. დიდი გლდანის ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, რის გამოც იგი დამლაშებულია და თითქმის მოკლებულია იქთიოფაუნას.[3] მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ტბა გაუდინარია. ტბა სიბერის სტადიაშია; მისი ფართობი მცირდება და სანაპიროები მლაშობის ბალახი მცენარეულობით არის დაფარული.
დიდი გლდანის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°48′50″ ჩ. გ. 44°50′12″ ა. გ. / 41.81389° ჩ. გ. 44.83667° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 546 მ |
სიგრძე | 0,9 კმ |
სიგანე | 0,3 კმ |
ფართობი | 0,2 კმ² |
აუზის ფართობი | 0,77 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- კ. ხარაძე, „გლდანი — ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“, თბ., 1997
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 389, წელი 2002
- ↑ „თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი), გვ. 27