თეთრი სანდალოზი
თეთრი სანდალოზი (Santalum album), მარადმწვანე ხე სანდალოზისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 10 მ აღწევს. იზრდება ინდოეთში, მალაკის ნახევარკუნძულსა და მალაის არქიპელაგი კუნძულებზე. კულტივირებულია ინდოეთში. მერქნის გული შეიცავს 3-6% ეთეროვან ზეთს, მას იყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში. თეთრი სანდალოზის ყვითელი სურნელოვანი მერქნისაგან დამზადებული სუვენირები და ეთეროვანი ზეთი გააქვთ სხვა ქვეყნებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 4, გვ. 639, თბ., 1979