თეთრი ბუ
თეთრი ბუ (Bubo scandiacus, სინონიმები Bubo scandiaca, Nyctea scandiaca) — ფრინველი ნამდვილ ბუსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ტუნდრის ზონაში და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე. მომთაბარეა, ზამთარში ველების ზონამდე ინაცვლებს. თეთრ ბუმბულზე მეტ-ნაკლებად შესამჩნევი მურა ლაქები აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 55-65 სმ, ფრთების შლილი — 150-160 სმ, წონა — 1,5-2,5 კგ. კვერცხებს (3-11) დებს მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში ხავსით ამოფენილ ორმოში. კრუხობს ერთ თვემდე. იკვებება ლემინგებით და მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული თეთრი ბუს გამრავლების ინტენსივობაც.
თეთრი ბუ | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() თეთრი ბუ ♀ | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Nyctea scandiaca | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22689055 | ||||||||||||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 638, თბ., 1979 წელი.