მთიულეთის არაგვი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი არაგვი)
მთიულეთის არაგვი, თეთრი არაგვი — მდინარე დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, ზღვის დონიდან 3180 მეტრზე. დაბა ფასანაურთან უერთდება გუდამაყრის (შავი) არაგვი და შემდგომში მიედინება მდინარე არაგვის სახით. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 339 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული (უმნიშვნელოდ) წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან აგვისტომდე, წყალმცირობა - ზამთარში. წყალდიდობის პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 60-65 %, შემოდგომაზე - 19-20 %, ზამთარზე - 17-18 %. საშუალო წლიური ხარჯი ფასანაურთან 12,2 მ³/წმ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე იცის ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი.
მთიულეთის არაგვი | |
---|---|
ჯაბა ლაბაძის სურათი | |
სხვა სახელი | თეთრი არაგვი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
სათავე |
ყელის ზეგანი 42°32′00″ ჩ. გ. 44°23′43″ ა. გ. / 42.53333° ჩ. გ. 44.39528° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3180 მ |
შესართავი |
არაგვი 42°20′42″ ჩ. გ. 44°41′44″ ა. გ. / 42.34500° ჩ. გ. 44.69556° ა. გ. |
სიგრძე | 41 კმ |
აუზის ფართობი | 339 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12,2 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
მთიულეთის არაგვი ვიკისაწყობში |
წყალმცირობის დროს წყალი სუფთაა და სასმელად გამოსადეგი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 673.