თეთრად მბოლავი აზოტმჟავა
თეთრად მბოლავი აზოტმჟავა (WFNA) შენახვადი თხევადი მჟანგავია, რომელიც ნავთთან[1] ან ჰიდრაზინთან ერთად გამოიყენება, როგორც სარაკეტო საწვავი. ის შედგება თითქმის სუფთა აზოტმჟავისაგან (HNO3). WFNA-ს შემადგენლობაში ჩვეულებრივ არ შედის 2%-ზე მეტ წყალი და 0.5%-ზე მეტ გახსნილი აზოტის დიოქსიდი.[2]
WFNA ძირითადად ინჰიბიტორ ნივთიერებებთან ერთად გამოიყენება მისი კოროზიული თვისების შესამცირებლად. ამ როლისათვის როგორც წესი ფთორწყალბადს ხმარობენ. ინჰიბიტორების გარეშე WFNA-ში კოროზიას თითქმის ყველა მეტალი განიცდის. ინჰიბირებულ WFNA-ს ხშირად IWFNA-საც ეძახიან. ფთორწყალბადის დამატებით მეტალების ზედაპირზე დამცავი ფენა იქმნება, რომელიც კოროზიის შემდგომ განვითარებას უშლის ხელს.
WFNA როგორც მჟანგავი ოდნავ უფრო სუსტია, ვიდრე წითლად მბოლავი აზოტმჟავა (RFNA), მაგრამ მასთან მუშაობა გაცილებით უსაფრთხოა. იმის გათვალისწინებით, რომ ის ძალიან კოროზიულია, მასში ძალიან ცოტაა ან თითქმის არაა გახსნილი აზოტის დიოქსიდი, რომელიც ექსტრემალურად ტოქსიკური და აგრესიული ნაერთია. ინჰიბირების გარეშე WFNA-ს თითქმის ყველა მეტალთან და ზოგიერთ ორგანულ ნაერთთან შეხებისას გამოიყოფა აზოტის დიოქსიდი. იმისათვის, რომ WFNA გადაიქცეს RFNA-დ, საჭიროა ის უბრალოდ რამდენიმე საათით გარეთ დავტოვოთ დაბალ ტემპერატურაზე.[3]
WFNA ასევე გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერების, ნიტროგლიცერინის წარმოებაში. ის მიიღება WFNA-ს შერევით კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან იმისათვის, რომ წარმოიქმნას ნიტრონიუმის იონი NO2+ და შემდეგ გლიცერინის დამატებით. მაგრამ ეს ხერხი თითქმის ამოღებულია ხმარებიდან და ჩანაცვლებულია ოლეუმისა და აზეოტროპული აზოტმჟავის (70%) ხსნარით. [4]
WFNA და IWFNA ჰიპერგოლურები არიან საწვავების დიდი სიის მიმართ. მაგალითად:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.astronautix.com/props/nitosene.htm
- ↑ http://web.mit.edu/piuska/Public/Ekaterinburg%20more/Ekaterinburg%20research/Nitric%20acid%20-%20Wikipedia.pdf
- ↑ http://www.sciencemadness.org/talk/viewthread.php?tid=18655
- ↑ http://www.rsc.org/chemistryworld/2012/06/industrial-nitroglycerin-made-fast-and-safe