თევზჭრიალასებრნი[1] (ლათ. Bagridae) — თევზების ოჯახი ლოქოსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 4-დან 100 სმ-მდეა (ჩვეულებრივ 50 სმ), აქვთ წაგრძელებული ფორმა; კანი შიშველია, ხშირად დაფარულია შხამიანი ლორწოთი. დინგზე აქვთ ულვაშების 4 წყვილი. ზურგისა და მკერდის ფარფლები შეიარაღებულია ბასრი და დაკბილული ეკლები, რომელთა ნაჩხვლეტი მტკივნეულია. ანალური ფარფლი მოკლეა, ცხიმის ფარფლი კარგადაა განვითარებული. ცნობილია 20-მდე გვარის 250-მდე სახეობა. გავრცელებული არიან აფრიკისა და აზიის მტკნარ წყლებში. ფარფლების დაკბილული სხივების შესახსრებებით შეუძლიათ გამოსცენ ჭრიალის მსგავსი ხმა, ასევე შეუძლიათ შეფერილობის ინტენსივობის შეცვლა. იკვებებიან ბენთოსით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ზოგიერთი — ქვირითით. მცენარეთა ფესვებზე ან სპეციალურად ამოთხრილ სოროში დაყრილ ქვირითს იცავს მამრი. მცირე ზომის სახეობები ჰყავთ აკვარიუმებში.[2]

თევზჭრიალასებრნი

Horabagrus brachysoma
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ლოქოსნაირნი
ოჯახი:  თევზჭრიალასებრნი
ლათინური სახელი
Bagridae (Bleeker, 1858)
  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 157, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Решетников Ю. С. Косатковые // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 408.